მიხეილ დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

მიხეილ დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე  მიხეილ დარჩიაშვილი ესტონელ კოლეგას შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ტაიმარ პეტერკოპთან კიბერუსაფრთხოების სემინარის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების განვითარება,  საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საერთაშორისო სტაბილურობის ოპერაციებში ქვეყნების ჩართულობა, რეგიონული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხები განიხილეს. მიხეილ დარჩიაშვილმა ტაიმარ პეტერკოპთან საქართველოსთვის უელსის სამიტის მოსალოდნელ შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება.

ესტონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სამომავლოდ იურიდიულ და კიბერუსაფრთხოების საკითხებში ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა.

მიხეილ დარჩიაშვილმა ესტონელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვენერიტეტის, ასევე, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.