მწვანე ჩაის ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია

მწვანე ჩაის ანტისიმსივნური თვისებები გააჩნია

ანტისიმსივნური ეფექტისთვის ყოველდღიურად სვით მწვანე ჩაი, რადგან  მას უნიკალური სამკურნალო თვისებები აქვს. ის ადამიანის ორგანიზმის სხვადასხვა სისტემაზე ზემოქმედებს, კერძოდ:

საგრძნობლად ამცირებს მავნე ქოლესტერინის შეწოვას;

ამაგრებს სისხლძარღვებს, ასუსტებს სახსრებისა და მყესების ტკივილს;

ამცირებს გულის შეტევის ალბათობას;

ელასტიკურობას ჰმატებს არტერიებს და წმენდს ქოლესტერინული, ეგრეთ წოდებული „ფოლაქებისგან;“

ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების წარმოქმნას; აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხსნის დაღლილობას, ამაღლებს შრომის უნარს და ორგანიზმს ახალი სასიცოცხლო ძალებით ავსებს;

საგრძნობლად ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას;

არის ორგანიზმის სითხით მომარაგების საუკეთესო საშუალება. კლავს წყურვილს და, ამავდროულად, ქსოვილებს საჭირო თხევად გარემოსაც უნარჩუნებს.

მწვანე ჩაი შეიცავს კალციუმს, მაგნიუმს, მანგანუმს, ფოსფორსა და ფტორს. მის შემადგენლობაში, ასევე შედის ტანინები, რომლებიც კბილის მინანქარს მჟავების დამშლელი ზემოქმედებისგან იცავს და ამაგრებს ღრძილებს.

მწვანე ჩაის ყველაზე მნიშვნელოვანი მცენარეული თვისება კი ის არის, რომ მას შეუძლია, ნიადაგიდან ამოიწოვოს და შემდეგ თავად მოახდინოს ისეთ იშვიათ და სასარგებლო ნივთიერებათა სინთეზი, როგორებიცაა: ეთერზეთები, ალკალოიდები, ამინომჟავები და ვიტამინები.

მწვანე ჩაის სმა აუცილებელია ხანში შესული ადამიანებისთვის, რადგან ის ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, რითაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკას უწყობს ხელს.

გაციებისა და გრიპის საწინააღმდეგოდ, ქოლესტერინის დონის სტაბილიზაციის, თავის ტვინის სისხლძარღვთა დაავადებების პროფილაქტიკისა და ანტისიმსივნური ეფექტისთვის, დალიეთ დღეში 2-3 ჭიქა მწვანე ჩაი.