რატომ ჩაიცვა გიორგი შავგულიძემ ქალის ტანსაცმელი

რატომ ჩაიცვა გიორგი შავგულიძემ ქალის ტანსაცმელი

ყველასათვის საყვარელ მსახიობს, სანდრო ჟორჟოლიანს, ქალების მუსუსის სახელი ჰქონდა გავარდნილი.

ეს კარგად იცოდა მისმა მეგობარმა და ასევე უდიდესმა მსახიობმა ჟორა შავგულიძე. ამის გამო ხშირად სანდროს ისეთ ოინებს უწყობდა, რომ სანდრო გაოგნებული რჩებოდა.

ერთხელ ჟორჟოლიანს ვიღაც ქალი ძალიან მოსწონებია და მისთვის პაემანი დაუნიშნავს. ეს ამბავი შავგულიძეს გაუგია, მისულა ამ ქალთან და უთქვამს, სანდროს პაემამზე დათანხმდი, ოღონდ უთხარი, რომ ძალიან მორცხვი ხარ და შეხვედრა სადმე ბნელ ადგილზე დაუთქვიო.

ქალიც ასე მოქცეულა. როცა სანდრო შეხვედრის ადგილზე მისულა, მშვენიერი ქალის ნაცვლად ხელში ქალის ტანისამოსში გამოწყობილი გიორგი შავგულიძე შერჩენია.