„სხვა დროს გამოგივლი!“

„სხვა დროს გამოგივლი!“

ტრისტან ყველაიძესთან ერთად გია ფერაძე მონაწილეობდა სპექტაკლში „თავისუფალი თემა“, რომელშიც ტრისტანის ქალიშვილის მეგობარ ჟურნალისტს თამაშობდა.

სცენაზე თხუთმეტწუთიანი დიალოგი ჰქონდათ. ერთხელ გია მეგობრებმა პირდაპირ სუფრიდან მიიყვანეს თეატრში, უთხრეს, რომ მანქანაში დაელოდებოდნენ.

გია სცენაზე გავიდა, ტრისტანს ეკითხება - გამარჯობათ, უკაცრავად, ირინა სახლშია? - არა, შვილო, მობრძანდით, მალე უნდა მოვიდეს, - შეიპატიჟა ტრისტანმა და ჟურნალისტთან სასაუბროდ მოემზადა.

- არა უშავს, მაშინ წავალ და სხვა დროს გამოგივლი, - მიაძახა გიამ და სწრაფად გავიდა სცენიდან. გაოგნებულ ტრისტანს დიდი ფანტაზიის მოშველიება დასჭირდა, რომ დიალოგი მონოლოგად ექცია და სპექტაკლი არ ჩაეშალა.