ერთხელ ნიაზ დიასამიძეს ძაღლმა უკბინა.
შემოეხვივნენ მეგობრები, ზოგი რას ურჩევს, ზოგი რას.
ბოლოს უმრავლესობის აზრი გამოიკვეთა და უთხრეს: - აუცილებლად უნდა წახვიდე, შრატი გაიკეთე, ცოფი არ აიკიდო.
ნიაზმა ხელი ჩაიქნია: - მე არაფერი მიჭირს, შრატი ძაღლს გაუკეთეთ, სმა არ დაიწყოს…