კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 13/03/11, video)

კვირის რეპორტაჟი (სტუდია GNS, 13/03/11, video)

1.რა ხდება მაშინ, როცა რიგით მოქალაქეს, საკუთარი სიცოცხლის გადასარჩენად, სახელმწიფოს დახმარება სჭირდება - ხუთი წლის ლუკა კიკალეიშვილს თუ ოპერაცია დროულად არ გაუკეთდა, იგი სამუდამოდ ყრუ-მუნჯი დარჩება.

ჯანდაცვის მინისტრის, ანდრია ურუსაძის უწყება აცხადებს, რომ რეფერალური სახელმწიფო პროგრამით, ბავშვს ვერ დააფინანსებს. 2011 წლიდან ამ პროგრამის ბიუჯეტი განახევრებულია. თუმცა იგივე მინისტრს, როცა ის სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი იყო, ამავე პროგრამასთან პრობლემა არ შექმნია.

ჟურნალისტის კითხვა, რომელიც მინისტრისათვის არაკორექტულია, - ნახეთ ნანა ლეჟავას რეპორტაჟში...

2. ბიზნესი და პოლიტიკა - აღმოჩნდა, რომ თუ ბიზნესმენი ნაციონალური მოძრაობას აფინანსებს, ის სახელმწიფო ტენდერებსაც იოლად იგებს და შეყიდვებსაც. ”საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო” ახალ კვლევებს ამზადებს, რომელშიც რამდენიმე ასეთი პრივილეგირებული კომპანიაა ჩამოთვლილი.

რატომ აფინანსებს ბიზნესი მხოლოდ მმართველ პარტიას - იმედა დარსალია მოგვითხრობს...

3.კვლავ ბიზნესმენები, ამჯერად უცხოელები, რომელთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმეები მასშტაბურ საერთაშორისო სკანდალში გადაიზარდა. პრემიერ, ნიკა გილაურის მიერ, პირადად მოწვეული და შემდეგ დაპატიმრებული ებრაელი ბიზნესმენები კვლავ ქართულ ციხეში იმყოფებიან.

პარლამენტის თავჯდომარემ უკვე იწვნია საკუთარ თავზე ამ სკანდალის შედეგები - ისრაელის სახელმწიფომ მას დაგეგმილი ვიზიტი გაუუქმა. ანა გოჩაშვილი გვიამბობს.