შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს და  ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძებო ღონისძიების შედეგად საერთაშორისო ნარკოტრეფიკის ფაქტი გამოავლინეს. აღნიშნულ ფაქტზე დაკავებულია საქართველოს ორი მოქალაქე.

სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილის ჩხრეკისას  დაახლოებით 2 ტონა და 790 კილოგრამი თხევადი ჰეროინი აღამოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ოდენობის ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებს დღემდე არ ამოუღიათ და ეს უპრეცედენტო ფაქტია.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სატვირთო ავტომობილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან შემოვიდა და თურქეთის მიმართულებით მოძრაობდა. სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილიდან 93 ერთეული 30 კილოგრამიანი კასრი თხევადი ჰეროინით ამოიღეს. საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის წინასწარი ცნობით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება 80% სუფთა ჰეროინს შეიცავს, რომლის საბაზრო ღირებულება ასეულობით მილიონ დოლარს შეადგენს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.