12 წლის ლუკა ირემაშვილის შესახებ for.ge-ს მიერ მომზადებულ სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პუბლიკაცია - „12 წლის გენიოსი და დაბნეული მეცნიერები“ (http://www.for.ge/view.php?for_id=34424&cat=3) ერთი კვირის წინ გამოქვეყნდა, თუმცა ამ დრომდე არ კარგავს აქტუალობას და უამრავი ადამიანი ცდილობს ნიჭიერი მოზარდის შესახებ საკუთარი აზრის გამოთქვას. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი პატარა ლუკაზე დიდ იმედებს ამყარებს და მას სამეცნიერო სფეროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც ლუკას ნააზრევს მკაცრი კრიტიკის ქარ-ცეცხლში ახვევს და მის შესახებ პუბლიკაციის მომზადებას ინტერნეტგამოცემას ერთგვარ დანაშაულადაც კი უთვლის.
მკითხველს შევახსენებთ, რომ for.ge და, საერთოდ, მედია თბილისის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებთან მისი შეხვედრა შედგა. პროფესორებმა ლუკას კვანტური მექანიკის თემაზე მოუსმინეს და მოზრდთან შემდეგი შეხვედრა სექტემბრისთვის ჩაინიშნეს. მანამდე კი ლუკა საკუთარ ნაშრომებს ინგლისურ ენაზე თარგმნის და საერთაშორისო ვებგვერდებზე გამოქვეყნებას გეგმავს.
კვანტური მექანიკა, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პალეონტოლოგია - 12 წლის ლუკა ირემაშვილისთვის ეს დარგები იმდენად ახლოა, რომ დღემდე 5 სამეცნიერო ნაშრომი მოამზადა. ხუთივე მათგანი საქპატენტში დარეგისტრირებულია და პატარა გამომგონებელის სახელზე დეპონირების დამადასტურებელი მოწმობებიც გაცემულია.
For.ge ამჯერად ერთ-ერთი მკითხველის, ბატონი ვლადიმერ ჩუბინიძის მოსაზრებას გთავაზობთ, რომელიც ელექტრონული ფოსტით მივიღეთ.
***
იმის გამო, რომ ჩვენ, ადამიანები, უდავოდ, სამყაროს შემადგენელი, ანუ მისგან გამოუყოფელი ნაწილები ვართ და ისიც აშკარაა, რომ ვცოცხლობთ და ვვაზროვნებთ, ამ აბსოლუტურად რეალური ფაქტიდან ის უეჭველი დასკვნაც უნდა დავინახოთ და გამოვიტანოთ, რომ თვითონ სამყაროა თითოეულ ჩვენგანზე არანაკლები ცოცხალი და მოაზროვნე არსება, რამეთუ შეუძლებელია მთლიანი სხეულის რომელიმე შემადგენელი ნაწილი იყოს მხოლოდ ცოცხალი და მოაზროვნე, ხოლო მისი შემცველი დანარჩენი სხეული ინერტული ანუ მკვდარი, ვინაიდან ცხადზე უცხადესია, რომ ერთიანი სხეულის ნებისმიერი ნაწილის ცხოველმყოფელობისათვის აუცილებელი პირობაა თვითონ ის სხეული იყოს აბსოლუტურად ცხოველმყოფელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შეუძლებელიც კი ყოფილა თვითონ სამყაროს ნებისმიერი შემადგენელი, თვით მისი უმცირესი ნაწილაკიც კი ანუ თითოეული „ატომიც“ არ იყოს ცოცხალი და მოაზროვნე.
აქ აუცილებელია და ვიდრე წამოწყებული საკითხის სრულ განმარტებას დავამთავრებდე უნდა შევნიშნო:
როგორც ცნობილია, სიტყვა „ატომი“ უმცირეს და განუყოფელს ნიშნავს და აგრეთვე, ამის უდავო ფაქტობრიობიდან ისიც უნდა დავინახოთ, რომ მეცნიერები „თავშივე“ ცდებიან და შედეგად ყველაფერსაც ურევენ იმის გამო, რომ ფიქრობენ, თითქოს ატომის დაშლა მოახერხეს შემადგენელ უმცირეს ნაწილაკებად. აქ მე იმას ვგულისხმობ, რომ თუკი რომელიმე მცირე ნაწილაკი მართლა იშლება შემადგენელ „უმცირეს და განუყოფელ ნაწილაკებად“, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ ეს საბოლოო შემადგენლები ყოფილან სინამდვილეში „ატომები“ ანუ „უმცირესი და განუყოფელი ნაწილაკები“ და კიდევაც, სწორედ, ისინი უნდა იწოდებოდნენ „ატომებად“ და არა ისინი, რომლებიც აშკარად ჩვენს თვალწინ იშლებიან შემადგენელ ნაწილებად! აქედან კი ცხადია, რომ მეცნიერები ან თვითონ ცდებიან, ანდა შეგნებულად ცდილობენ სხვათა შეცდომაში შეყვანას, რათა სინამდვილე, ანუ ჭეშმარიტება დამალონ და მთელი კაცობრიობა მუდამ ამყოფონ უცოდინრობის სიბნელეში! ამას როცა ვამბობ, ჩემს ამ მოსაზრებას საკმაოდ სერიოზული საყრდენებიც გააჩნია იმისათვის, რომ ვამტკიცო მისი მართებულობა, მაგრამ მე აქ, რა თქმა უნდა, ყველას არ მოგიყვანთ და მხოლოდ იმ ფაქტის გონივრულ ანალიზს შემოგთავაზებთ, რომელი ფაქტიც ზემოთ წარმოდგენილ კომენტატორთაგან ერთერთმა, კერძოდ კი ვინმე „macro“-მ განაცხადა იმისათვის, რომ უდაოდ აბსოლუტურად გონებაგახსნილი და ამდენად, სამყაროს ჭეშმარიტი ხედვით მხედველი ბავშვის, ლუკა ირემაშვილის ჭეშმარიტი აზრების თითქოსდა აბსურდულობა დაემტკიცებინა სხვებისთვის. აი რა განაცხადა მან:
„საფრანგეთის აკადემია უკვე მეთვრამეტე საუკუნიდან აღარ ღებულობს ნაშრომებს „პერპეტუუმ მობილეს“ შესახებ, არც განსჯის, არც არჩევს, უბრალოდ არ ღებულობს. მეც არ მინდა ვიმსჯელო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ელექტრონის მეხსიერება ან კიდევ სხვა „აღმოჩენები“, რომლებსაც გვთავაზობს ეს ბავშვი“.
ვფიქრობ, ამ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტზე ჭეშმარიტი გონივრულობით იშვიათად თუ ვინმე დაფიქრებულა ისევე, როგორც „macro“, და ამიტომ ვერც კი მიმხვდარა, რომ თუკი საფრანგეთის აკადემიამ უკვე მეთვრამეტე საუკუნიდან აკრძალა „პერპენტუუმ მობილეს“ ანუ მუდმივი ძრავის შესახებ ყველა წარმოდგენილი თუ მომავალში ოდესმე წარმოსადგენი პროექტების განხილვა, ეს ფაქტი ამხელს სწორედ მათ იმაში, რომ კაცობრიობის უმრავლესობას შეგნებულად მიუხურეს კარი ჭეშმარიტების ძიების გზაზე – აქაოდა, თითქოსდა ჭეშმარიტებაა ის, რომ პერპენტუუმ მობილე არ არსებობს და ამიტომ მასზე ყოველგვარი ნააზრევიც კი ავადმყოფი გონების ნაბოდვარი იქნება და არც კი ღირს მის განხილვაზე მეცნიერთა ძვირფასი დროის დაკარგვაო! და ეს მაშინ, როცა უდავო ჭეშმარიტება სინამდვილეში ის გახლავთ, რომ თვითონ სამყარო წარმოადგენს „მარადიულ ძრავს“ ანუ „უსაზღვრო ენერგიის დაუშრეტელ წყაროს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭეშმარიტი პერპენტუუმ–მობილე სინამდვილეში უკვე არსებობს და რაკი არსებობს, არსებობს კიდეც მისი მოხმარებისა თუ გამოყენების რეალური ხერხიც თუ ხერხებიც, მიუხედავად იმისა, ამჟამად ჩვენთვის ცნობილია თუ არა ისინი. ამის ფაქტიურობის გამო კი, ყოველთვის აქვს აზრი ამ ხერხების მიგნებისაკენ მიმართულ აზროვნებას, ანუ მცდელობებს, განუწყვეტლივ, მანამ, სანამ, ადრე თუ გვიან, ისინი მიგნებულნი არ იქნებიან!
მე უფრო მეტსაც გეტყვით, თვითონ დედამიწაც, რომელიც ჩვენივე საცხოვრებელი საერთო სახლია, თავისთავად წარმოადგენს იგივეს, ანუ მთელი სამყაროს ერთ–ერთ მცირემასშტაბიან მოდელს და შესაბამისად, ჩვენ სწორედ ენერგიის დაუშრეტელ და მუქთ წყაროზე, ბიბლიურად კი „უკვდავების წყლის წყაროზე“ ვიმყოფებით, და, თუკი, უცოდინრობის გამო არ შეგვიძლია მისი სურვილისამებრ გამოყენება, ეს მხოლოდ ჩვენივე უგუნურების ანუ ჭეშმარიტების ჯერჯერობით დაუნახველობის ბრალია და არა თვით მამაღმერთის, რომელმაც საკუთარი თავი, უსასრულო და მარადიული სამყაროს სახით, ჩვენვე მოგვიძღვნა სრულად და დაუშურვებლად! აქვე უნდა მოგახსენოთ, რომ თვითონ მე შემიძლია წარმოგიდგინოთ უამრავი რეალური ხერხი დედამიწის მუქთი ენერგიის ძალიან ადვილად მოხმარებისა, მაგრამ როგორც უკვე მოგახსენეთ, ეს უკვე დიდი ხნის წინიდანვე შეგნებულადაა კაცობრიობისათვის „აკრძალული“ „ბნელი“, უფრო სწორად კი „კაცობრიობის ცნობიერების შეგნებულად დამაბნელებელი სატანური ძალების“ მიერ, რომლებიც „დასაბამიდანვე“ მართავენ მისსავე ბედ–იღბალს და რისი ფაქტობრიობის ერთ–ერთი თვალსაჩინო მაგალითიც სწორედ ზემოთ აღნიშნული, მათ მიერ გატარებული ღონისძიებაა მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთის მეცნიერებათა აკადემიის მიერ! და, ეს რომ ნამდვილად ასეა, მოწმობს ის ფაქტიც, რომ როგორც ცნობილია, იმ დროისათვის მეცნიერებამ თითქოსდა ახლანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები იცოდა და ამდენად, ნაკლები ცოდნის გამო, ლოგიკურია, უბრალოდ არც კი შეიძლებოდა ისეთი გადაწყვეტილება მიეღოთ, რომ მომავალში, როცა მეცნიერება და ტექნიკა წინ საგრძნობლად წაიწევდა, სინამდვილეში, თითქოს, მაინც არ გამოჩნდებოდა ისეთი ვინმე, რომელიც „პერპენტუუმ მობილეს“ შექმნის შესაძლებლობასაც დაინახავდა შესაბამისი ცოდნის წყალობით.
ამიტომ, იმ დროისათვის მათ არც კი ჰქონდათ უფლება ვინმესთვის ამ იდეაზე ფიქრი აეკრძალათ. და, თუკი, ეს მაინც გააკეთეს, რაც როგორც ხედავთ უდავო ფაქტია, ეს გახლავთ სწორედ უტყუარი ნიშანი იმისა, რომ მაშინ გაცილებით მეტი იცოდნენ ჭეშმარიტი ცოდნის შესახებ, ვიდრე ახლა, რადგან ახლა უკვე აშკარაა, რომ თურმე კაცობრიობის სვე–ბედის იმდროინდელმა განმკარგველებმა მაშინვე დაუმალეს კაცობრიობის უმრავლესობას შეგნებულად ჭეშმარიტება და მცდარ „მეცნიერულ“ კვალზეც დააყენეს, რა „ღონისძიების“ სავალალო შედეგებსაც ახლა ვიმკით სწორედ ჩვენივე ჯოჯოხეთური ანუ გაჭირვებული ცხოვრების ფაქტობრიობის სახით...
ახლა კი ისევ დაწყებულს მივუბრუნდეთ, რადგან ალბათ უკვე ხვდებით, რომ ამ თემაზე სალაპარაკო ძალიან ბევრია და თუკი კაცობრიობის გონების შეგნებულად დაბნელების საკითხის დასაბუთება დროზე არ შევწყვიტეთ, თავში წამოწყებული ჩვენთვის საინტერესო მთავარი საკითხის განმარტებისთვის ვეღარ მოვიცლით.
მაშ, ზემოთ რაკი უკვე უდავოდ დავადგინეთ, რომ სამყაროში არსებული ყველა და ყველაფერი ცოცხალი და მოაზროვნეა, დაწყებული უმცირესი და განუყოფელი ნაწილაკი ატომიდან თვით უსასრულო და მარადიული არსება სამყარო–ღმერთის ჩათვლით, აქედან ის დასკვნაც უნდა გამოვიტანოთ, რომ აბსოლუტურად ყველა და ყველაფერიც მარადიული არსებები ვართ. ანუ, სიკვდილი, როგორც არარაობაში გადასვლის რეალური ფორმა, საერთოდ არ არსებობს თვითონ არარაობის ანუ სიცარიელის საერთოდ არარსებობის გამო, სამყაროს უსასრულობის ფაქტიურობიდან გამომდინარე და არსებობს მხოლოდ „გარდაცვალებების“ უსასრულო, მარადიული და უწყვეტი პროცესი! ხოლო „გარდაცვალება“, როგორც „სიტყვა–ღმერთის“ უტყუარი განმარტებიდან ვხედავთ აშკარად, გახლავთ სწორედ მარადიულ სულიერ არსებათა სურვილისმიერი ტრანსფორმირებების ფაქტიურობა! უფრო მარტივად რომ გითხრათ, როგორც თვითონ ჩვენმა გენიოსმა ბავშვმა ლუკა ირემაშვილმაც აშკარად დაინახა და აბსოლუტურად სწორადაც შენიშნა, – რაკი სამყაროში აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი ცოცხალი და მოაზროვნეა, ამიტომაც ყველაფერიც არა შემთხვევით და ქაოტურად ხდება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ „ნებისმიერად“ ანუ „ყოველი სულიერის სურვილისმიერად“ და ე. ი. მისივე „განწყობისმიერად“; ანუ თვითონ ლუკას სიტყვებით რომ ვთქვათ, მის მიერვე დანახული „განწყობის კანონის“ შესაბამისად, რაც სინამდვილეში ის ჭეშმარიტი „ერთიანი ველის თეორია“ გახლავთ, რის მიგნებასაც ამაოდ შეალიეს საკუთარი „მეცნიერული“ ცხოვრება თვით აინშტაინის ჩათვლით უამრავმა „გენიოსმა თავებმა“, – აბსოლუტურად ყველასა და ყველაფერთან ერთად მთელს „უსასრულო“ სამყაროში, „ელექტრონს(აც) უნდა გააჩნდეს თავისუფალი ნება, რომ ჩამოაყალიბოს ატომი. ანუ, ელექტრონი თავად წყვეტს, თუ რომელ ორბიტაზე დაჯდეს, რომელი ატომები ჩამოაყალიბოს და რომელი კვანტური რიცხვები ჰქონდეს. იგი ემორჩილება სამყაროს კანონზომიერებას - პროცესები მიმდინარეობს უმოკლესი გზებით, ნაკლები ენერგიის ხარჯვით და სრულდება მიზნის მიღწევით. მიზანი ამ შემთხვევაში არის მდგარდი სისტემის ჩამოყალიბება“.
ყოველივე ზემოთ „გაცხადებული“ კი ზოგადად იმას ნიშნავს, რასაც სახარებაც გვიმარტავდა „დასაბამიდანვე“, ჩვენ რომ აქამდე ამ განმარტების გაგების უნარი არ გვქონოდა დაქვეითებული ანუ ჯერაც ცნობიერული მიძინების ციკლურ ფაზაში არ ვყოფილიყავით, – „ეძიებდე და ჰპოვო, ითხოვდე და მოგეცემა, იკაკუნებდე და განგეღოს“–ო. ანუ სამყარო ისეა მოწყობილი, რომ აბსოლუტურად ყველას და ყველაფრის სურვილები დაუყოვნებლივ ხორციელდება და მათ შორის თვით ე. წ. „ელექტრონებსაც“ კი გააჩნიათ საკუთარი ნება ანუ სურვილი, იგივე „ღვთის, იგივე სამყაროს მიერ განურჩევლად ყველასათვის მინიჭებული არჩევანის თავისუფლება“ და შესაბამისად, ყველანიც თვითონვე ირჩევენ ხოლმე აბსოლუტურად უკლებლივ ყოველთვის, თუ როდის და რომელ „ორბიტაზე“ გადავიდნენ ანუ როგორი ტრანსფორმირებული სახით წარსდგნენ გარშემომყოფი „საზოგადოების“ წინაშეო!!! ეს კი სახელდობრ იმას ნიშნავს, რომ შემთხვევით მართლა არაფერი ხდება და აბსოლუტურად ყველა და ყველაფერიც მთელს უსასრულო სამყაროში სამყაროსავე „კანონზომიერებას“ ემორჩილება. სახელდობრ ლუკა ირემაშვილის მიერ გონებით ნათლად დანახულ იმ „განწყობის კანონს“, რომელიც აბსოლუტურად ყველასა და ყველაფრის „ნება–სურვილის“ დაუყოვნებლივ აღსრულებაში გამოიხატება და რაც უზრუნველჰყოფს სწორედ იმ საერთო მიზანს, რომ მარად შენარჩუნებული იქნეს სამყაროსეული მარადიული და მდგრადი სისტემა, „თვითონ სამყაროს“ მარადიული უსასრულობის სახით და რაღა თქმა უნდა, თითოეული მისივე შემადგენლის მარადიულად ცხოვრებისა თუ არსებობის უზრუნველყოფით!!!
მაგალითისათვის ავიღოთ ის უაღრესად მარტივი საკითხი, ოღონდ მხოლოდ ჭეშმარიტების მცოდნისათვის მართლაცდა მარტივი და არამც და არამც „ჯერაც ჭეშმარიტებავერშემცნობელთათვის“ ანუ ჯერაც „მეცნიერთათვის“, – თუ „როგორ ხდება ბავშვის ჩასახვა და გაჩენა“?!!
შეიძლება მითხრათ, რომ ამის შესახებ მეცნიერებამ უკვე ბევრი რამე იცისო, მაგრამ თუკი საკითხს სერიოზულად ჩაუფიქრდებით, დარწმუნებული ვარ ყველანიც მიხვდებით და აღიარებთ კიდეც, რომ მხოლოდ ამ საკითხის შესახებ კი არა, არამედ ნებისმიერი საკითხის შესახებაც კი მეცნიერებამ ნამდვილად არაფერი იცის სწორად! მე კი ძალიან მარტივად განგიმარტავთ ისევე, როგორც თვითონ ლუკა განმარტავს ხოლმე ყოველი დარგის „მეცნიერულ საკითხებს“ სრულიად მარტივად და ეს სახელდობრ იმიტომ ხდება, რომ ყოველი ჭეშმარიტად „სწორი“, იგივე „მართი“ ანუ „მართებული“ კუთხით მომზირალი და სამყაროს მჭვრეტელი აბსოლუტურად სწორად და დაუმახინჯებლად სჭვრეტს კიდეც სამყაროს და უშეცდომოდაც აღწერს და განმარტავს ხოლმე ყველაფერს ისე, რომ დაფიქრებაც კი არა სჭირდება (მოცარტივით, რომლის შესახებ კიდევაც აღნიშნა ზემოთ ერთ–ერთმა კომენტატორმა georgekh13–მა, რომ სამყაროში მარადუკვეარსებული მუსიკა, მაგრამ უმრავლესობის ყურთათვის ჯერაც მიუწვდომელი, საკუთარი ყურით ესმოდა და თვითონ მხოლოდ ფურცელზე გადმოჰქონდა, ანუ იწერდა მას). ასეთებს, რომლებიც ჯერჯერობით ძალიან ცოტანი არიან, რაღა თქმა უნდა, სრულებითაც არა სჭირდებათ ვინმესგან რაიმეს სწავლება, რამეთუ მისი მასწავლებელი „თვითონ“ უზენაესი ღმერთი–ჭეშმარიტებაა, იგივე აბსოლუტურად უზუსტესი ღვთიური ცოდნა, ანუ ჭეშმარიტად რეალური სამყარო, მისსავე სრულად გახელილი გონებრივი თვალის წინაშე აბსოლუტურივე სისავსითა და სიზუსტით წარმომსდგარი ისე, რომ მისი ასეთი „გონნათელობით“ ყოველი მჭვრეტელი არაფრით არ შეიძლება რაიმეს უმეცარი ანუ დაუნახველი იყოს და შესაბამისად, რაიმეში შეცდეს, ანუ ვინმემ ოდესმე შეაცდინოს!
დიახ, ეს ზუსტად ანუ უდავოდ ასეა და ასეა სახელდობრ იმიტომ, რომ მისივე ცნობიერული მსოფლხედვის წინაშე ჭეშმარიტი სამყაროც სრული სისავსითა და ნათელობითაა წარმოდგენილი, რამეთუ ჭეშმარიტი ხედვა თუ ცოდნა, რაც სინამდვილეში ერთი და იგივეა, გახლავთ სწორედ ის ნათელი კაშკაშა მზე, რომელიც მუდამ ჩაუქრობლად ანათებს. ანუ, მისთვის უკვე, რაიმე ბნელი არ არსებობს და ყველგან და ყველაფერშიც მუდამ ნათელია! ეს გახლავთ სწორედ ის ბიბლიური „მეორე მზე“, რომლის ამობრწყინებასაც ველოდით დღიდან ჩვენივე ცნობიერული მიძინებისა ანუ დაბნელებისა და სწორედ რის შედეგიცაა ის, რომ ესეც კი დაგვავიწყდა და ახლა უკვე კიდევაც გვიჭირს ამოვიცნოთ ბიბლიაში განმარტებული სახელდობრ ამ მზის ჭეშმარიტი „რაობა“!!!
მაგრამ ლუკას შესახებ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ისიც, ზემოთ ჩემს მიერ განმარტებული სამყაროს ნათლად და მართებულად მჭვრეტელივით, რაკი ისიც ნამდვილად ასეთია, სამყაროს ჭეშმარიტი სახით აღიქვამს და ხედავს საკუთარივე ნათელი გონებით და ამბობს ანუ აღწერს კიდეც ჭეშმარიტ რეალობას და შესაბამისად, ამგვარად მეცნიერებს უთითებს კიდეც საკუთარ შეცდომებზე, ანუ უსწორებს მცდარ წარმოდგენებს და ამდენად, მისთვის საშიშიც არაფერია, – მისი გენიოსობაც სწორედ იმაშია, რომ იგი ნათლად ხედავს სამყაროს და ამიტომ ვერავითარი მცდარი მეცნიერული აზრი მას ჭეშმარიტებიდან ვერ გადაახვევინებს. პირიქით, მას თვითონ შეუძლია გვასწავლოს ყველას, თუკი ამას ჩვენ თვითონვე მოვინდომებთ ანუ ვაღიარებთ ჩვენსავე მცდარ თუ არამყარ შეხედულებებს სამყაროს შესახებ... ამ გაგებით ჭეშმარიტ გენიოსს კი, სხვათა მცდარი აზრებისგან შეცდენის საშიშროება, ცხადია ნამდვილად არ ემუქრება. პირიქით, რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას წააწყდება იგი, მით უფრო გაძლიერდება საკუთარ ჭეშმარიტ რწმენაში და სხვასაც საკუთარ მხარეზე გადმოიყვანს. მაგრამ, თუკი, რომელიმე გენიოსად მიჩნეული ბოლოს მაინც სხვათა მცადი აზრების ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს გახლავთ სწორედ იმის უტყუარი ნიშანი, რომ იგი იმთავითვე არ იყო გენიოსი ანუ სხვები, ისევე როგორც ყველაფერში, ამჯერადაც ცდებოდნენ მის შეფასებაში... ამიტომ, რაც ხდება ახლა მის თავს, კიდევაც უნდა ხდებოდეს, რამეთუ შემთხვევით მართლა არაფერი ხდება და ეს იმიტომ, რომ თვით სამყარო–ღმერთი არ ცდება არაფერში. ანუ ყოველივე მის მიერ ნებადართული და შედეგად უკვემომხდარი ყოველი მოვლენაც კი, საწინდარია ნებისმიერისათვის საბოლოოდ სიკეთის მოტანის საქმეში!!!
მაშ, დავიწყოთ საკითხის ჭეშმარიტი განმარტება:
რადგან სამყარო გახლავთ სწორედ თვითონ მარადიული არსება–ღმერთი და თითოეული ჩვენთაგანიც, აბსოლუტურად სხვა ყველასა და ყოველივეს ჩათვლით, მისივე შემადგენელი და მისგანვე განუყოფელი მარადიულივე არსებები და თანაც ცოცხალი და მოაზროვნეები ვართ, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ მთელს უსასრულო სამყაროში ყოველი მოვლენაც კი მხოლოდ და მხოლოდ მოაზროვნე არსებათა ნება–სურვილის შესაბამისად უნდა ხდებოდეს თუ იმართებოდეს და ეს სინამდვილეში ჭეშმარიტადაც ასეა. ანუ, ლუკას მიერ ნათლად დანახული „განწყობის კანონიც“ აბსოლუტურად სწორია. ანუ, თურმე, მართლა მხოლოდ იგი მუშაობს აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერში და ამიტომ თითოეული ჩვენგანიც „ამასოფლიურ“ ერთ–ერთ ნაირსახეობას, რომელშიაც პერიოდულად ვიმყოფებით ხოლმე, მხოლოდღა მაშინ ვეცლებით ანუ „ვაკლდებით“ (და ეს გახლავთ სწორედ ჭეშმარიტი „სიკვდილი“ ანუ „ერთი გარემოდან მოკლება და მეორეში გარდაცვალება“ ანუ „ტრანსფორმირება–ტელეპორტაცია“), როცა მოვისურვებთ! მხოლოდ არ დამიწყოთ ახლა, რომ „სიკვდილი არავის უნდა, მაგრამ მაინც კვდებაო“, რადგან ეს ასე ნამდვილად არაა, – ყველა სწორედ საკუთარი შინაგანი ჭეშმარიტი სურვილის შესაბამისად იღებს მხოლოდ სახელდობრ იმას რაც ნამდვილად მოისურვა!
მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველთვის სრულადა გვაქვს გაცნობიერებული ის, თუ რა გვსურს სინამდვილეში. მაგრამ, ეს კიდევ სულ სხვა თემაა და მოდით, ამჯერად უკვენათქვამით დავკმაყოფილდეთ და დავასკვნათ, რომ ჩვენ-ჩვენივე ადრინდელი სურვილების შესაბამისად, ამჟამად ანუ მოცემულ დროით–სივრცით მომენტში, ზუსტად აღნიშნულის შესაბამის გარემოში ვიმყოფებით თითოეული ჩვენგანი და ისევე აღვიქვამთ მას, როგორაც საკუთარი ცნობიერება წარმოგვიდგენს! ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მომავალი შვილებიც, მანამ, სანამ ჩვენ საკუთარ შვილებად მოგვევლინებიან, ჩვენთანვე თანადროულად მუდამაც კი არსებობენ, მაგრამ იმყოფებიან სახელდობრ და ზუსტად იქ და იმ გარემოში, რომელშიც ყოფნა მათ წინასწარ ისურვეს. მაგრამ მოგეხსენებათ, სურვილებს ყველანიც მუდმივად ვიცვლით ანუ რუსთაველს რომ დავესესხოთ, – „დღეს ერთი გვინდა ხვალე სხვა“, და ამიტომ, ბუნებრივია, ხანდახან იმასაც გადავწყვიტავთ ხოლმე, რომ შვილები ვიყოლიოთ ჩვენს მიერ „შერჩეულ“ პარტნიორთან ერთად. და ეს ჩვენი გადაწყვეტილება გახლავთ სწორედ ჩვენივე თამამი განაცხადი სამყარო–ღმერთის წინაშე და მხოლოდ ეს გახლავთ საკმარისი, რომ სამყაროული მექანიზმი, იგივე „სურვილების აღსრულების ავტომატური მექანიზმი“ ანუ „ლუკასეული განწყობის კანონი“ წამსვე მოვიდეს მოქმედებაში (რა მომენტიც უნდა ჩაითვალოს სწორედ ბავშვის ჩასახვის მომენტად) და, „გარკვეული“ დროის შემდეგ კიდევაც მოგივლინოთ შვილებად სწორედ ის სულიერები, რომლებმაც ზუსტად ამავე დროის მომენტში გადაწყვიტეს „ტრანსფორმირება–ტელეპორტირება“ მათ მიერვე სურვილის მიერად შერჩეულ გარემოში, ანუ იმ გარემოში „გამოვლინება“ და საკუთარი მარადიული ცხოვრების გაგრძელება, რომელიც მათ წინასწარვე ისურვეს და შეარჩიეს კიდეც მშობლებად წყვილები იმ კონტინგენტისგან, რომლებმაც წინასწარვე განაცხადეს სურვილი მშობლებად გახდომისათვის მზადყოფნისა, და სახელდობრ ზუსტად ისინი, ვინაც ნამდვილად ამოირჩიეს საკუთარი ნება–სურვილის ანუ „განწყობის“ შესაბამისად და არავითარ შემთხვევაში რომელიმე სხვა წყვილი!
ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული, „ლუკას ელექტრონის“ მსგავსად, „თვითონვე წყვეტს, თუ რომელ ორბიტაზე გადავიდეს“... ხოლო რაც შეეხება ჩასახვიდან სრულად გამოვლინებამდე ანუ „ბავშვის გაჩენამდე“ დროის ხანგრძლივობას, რომელიც ადამიანთა სახეობისათვის ჩვეულებრივად 9 თვითაა განსაზღვრული თვითონ სამყარო–ღმერთის მიერ, ეს მხოლოდ იმის გამოა, რომ სივრცეში თითქოსდა მომენტალური ტელეპორტირებისათვისაც კი მაინც რაღაც გარკვეული დროის მონაკვეთია საჭირო, თვით სამყაროული ერთიანი სივრცის გარკვეული ლოკალური მომენტის გამტარუნარიანობის ხარისხის შესაბამისად, რის შესახებ დაწვრილებითი საუბარი მომავლისთვის გადავდოთ. აქ კი მხოლოდ ერთს აღვნიშნავ: მიუხედავად იმისა, რომ უსასრულო ანუ მარადიულ სამყაროში დროც მარადიულია, ანუ დროითი ცაიტნოტი, ანუ მისი უკმარისობა საერთოდ არ არსებობს, ეს მაინც იმას არ ნიშნავს, რომ რაკი არსებობს სივრცე ანუ მოცულობა თუ მანძილი, ამის გამო ერთიდან მეორეში გადაადგილებისათვის მაინც რაღაც გარკვეული დროის მონაკვეთი არ იყოს საჭირო (აღნიშნული დროის შემადგენელია ახალ გარემოში მოვლინებული მარადიული სულისათვის ისეთი სხეულ–სკაფანდრ–სამოსელის ხორცშესხმის პერიოდიც დედის საშვილოსნოში, რომელიც სახელდობრ ამ ახალი გარემოსათვისაა გამოსადეგი, და აღნიშნულ სამოსელში უკვე შემოსილ–ხორცშესხმული „ჩვილიც“ მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს „შვილობას“ ანუ „შობას“ ანუ „გადმოსვლას“ დედის „საშვილოსნოდან“ ისევე, როგორც კოსმონავტი თუ წყალქვეშა ნავიდან უშუალოდ წყალში გამსვლელი ახდენს გასვლას შუალედური „შლუზის“ გავლის მეშვეობით, ცხადია, შესაბამისად ამ „შლუზის“ წყლით წინასწარი ავსებით და მერე ამ წყლის გარეთ გადმოღვრითა და მხოლოდ ამ გაგებით „ახალშობილის“ ყველა იმათ წინაშე „გამოვლინებით“, რომლებიც ამ, „შვილისთვის“ ახალ, ჯერაც აუთვისებელ გარემოში იმყოფებიან, რის შემდეგაც იწყება მხოლოდ ამ ახალ გარემოში აღნიშნული „ახალ–შობილის“ ადაპტირება–შეგუებაც)...
ახლა შეიძლება იმაში შემეკამათოთ, – მაშ რატომ არ კმაყოფილდება ყველა წყვილი, რომელთაც შვილების ყოლა ნამდვილად უნდათ, მაგრამ მაინც უშვილოდ რჩებიანო? ამაზე უნდა გიპასუხოთ, რომ სინამდვილეში მათ, საკუთარი ქვეცნობიერით, რაც ხშირად შეიძლება ვერც კი გაიცნობიერონ მოცემულ გარემოში ყოფნის პერიოდში, არ სურთ შვილის ყოლება და შესაბამისად არც ხდებიან მშობლები. ხოლო თქვენს შესაძლო იმ კითხვებზეც, რომ ხომ ხდება ხოლმე სექსუალური ძალადობის შემთხვევები და სხვა მსგავსი ამბებიო, გეტყვით, რომ დიახ, ხდება, მაგრამ შემთხვევით არც არაფერი ხდება და ყოველივე ეს მაინც ჩვენივე წინა ცხოვრებაში თუ ახლა ნასურვილების შედეგებია და სხვა არაფერი, რადგან სხვანაირად, ანუ „სურვილების“, ანუ იგივე „განწყობის საზოგადო სამყაროული კანონის“ თვინიერ არსად და არასდროს არაფერი არ ხდება, რამეთუ სამყაროში მხოლოდ ეს ღვთიური კანონია „უზენაესი“ და კიდევაც კანონობს აბსოლუტურად ყველგან და ყველაფერზე, ყოველგვარი გამონაკლისის დაშვების გარეშე...
არ ვიცი, მკითხველებო, რამდენად სწორად გამიგეთ ჩემს მიერ ზემოთ განმარტებულები, მაგრამ ყოველი შემთხვევისათვის ერთი რამ მაინც მყარად უნდა გახსოვდეთ: ერთადერთი მხოლოდღა „თითოეულის ნება–სურვილი“ გახლავთ სწორედ ის მთავარი ბერკეტი, რომელსაც დაუყოვნებლივ მოჰყავს მოქმედებაში სამყაროული მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს კიდეც სურვილების აღსრულებას ანუ ნებისმიერი ალტერნატიული შესაძლებლობის, რომელიც სამყაროში უკვე მარად არსებობს უსასრულო რაოდენობის ალტერნატივათა სიმრავლის სახით, შესაბამისად გამოვლინებას! ხოლო სამყაროული მოწყობის, იგივე მექანიზმის სტრუქტურასა თუ მუშაობის პრინციპის შესახებ კიდევ ცალკე საუბარია საჭირო, რაც აგრეთვე სხვა დროისათვის შემოვინახოთ!!!
და ბოლოს, ზემოთ მე რაკი გაკვრით ვახსენე, მინდა გარკვევითაც გითხრათ, რომ რადგან მარადიულ სამყაროში არსებული ყოველი შესაბამისადაც მარადიული არსებები ვართ, ახალი მართლაც არაფერი არ ხდება თუ ჩნდება! ეს კი იმას ნიშნავს, რომ, რაკი სხვა გზა მაინც არ ყოფილა, აბსოლუტურად ყველა და ყველაფერი განიცდის კიდეც მარადიულ და უსასრულო ციკლურ წრებრუნვებს, ყველა გაგებაში თუ ყოველმასშტაბურ გამოვლინებაშიც, ისეთივე ციკლურ წრებრუნვებს, როგორიცაა დღეღამური, წლიური, ორბიტალური, მცირემასშტაბიანი ძილ–ღვიძილური თუ დიდმასშტაბური, კაცობრიულმასშტაბური ცნობიერული მიძინებისა თუ გამოღვიძების ციკლური პერიოდები! ეს კი იმას ნიშნავს, რომ კაცობრიულმასშტაბური ცნობიერული სიფხიზლის პერიოდში ჩვენი გონების თვალი იმდენად სრულადაა ხოლმე გახელილი, რომ აბსოლუტური სისრულითაც ვჭვრეტთ და აღვიქვამთ სამყაროს და შესაბამისად, დანაკლისს არც არაფერში განვიცდით, – არც ჭეშმარიტ ცოდნაში თუ რაიმე მოთხოვნილების საგანშიც, რამეთუ აბსოლუტური სისრულითაც შევიგრძნობთ და მოვიხმართ კიდეც მუდამვე სავსე სამყაროს. მაგრამ, პერიოდულადვე გვიდგება ხოლმე ცნობიერული მიძინების ისეთი პერიოდებიც, როცა გონების თვალიც გვეხუჭება, ყველაფერიც გვავიწყდება და შესაბამისი ნაკლოვანებითაც ვჭვრეტთ და აღვიქვამთ ხოლმე იგივე მარადსავსე სამყაროს, მაგრამ ჩვენი გონებრივი თვალთახედვისათვის „იმჟამად“ უკვე ნაკლულს, და ბუნებრივია, შესაბამისი ნაკლოვანებითაც ვიღებთ და მოვიხმართ ხოლმე მისგან ყველაფერს და რაღა თქმა უნდა, უამრავ გაჭირვებებსაც განვიცდით ხოლმე! აი, სახელდობრ ეს გახლავთ ჭეშმარიტი „ჯოჯოხეთი“, იგივე „ჯოჯო–ხედი“ ანუ იგივე „ცნობიერულად შემცირებულ–დაპატარავებული ხედვით სამყაროს ჭვრეტისა და აღქმის“, იგივე „განცდის“ ანუ „ცხოვრების“ ადგილ–სამყოფელი! და სწორედ ამის გამოა, რომ ჭეშმარიტადაც, – „ყოველგვარი ახალი მხოლოდ და მხოლოდ კარგად დავიწყებული ძველია“, რაც იმასაც ნიშნავს, რომ ჩვენივე საშველი ჩვენსავე ცნობიერულ გამოღვიძებაში და ყველაფრის, ანუ ჭეშმარიტი ცოდნის გახსენებაში, იგივე მოგონებაშია!
და უნდა მოგახსენოთ, რომ ჩვენ ახლა, სწორედ კაცობრიული მასშტაბის ცნობიერული მიძინების ფაზაში ვიმყოფებით და რაღა თქმა უნდა, მანამ არც გვეშველება, სანამ სრულად არ გამოვიღვიძებთ. მაგრამ, საყოველთაო გამოღვიძების დროის მოახლოვება უკვე შეინიშნება და სწორედ იმით, რომ უკვე მოხშირდა ისეთი ე. წ. „ინდიგო“ ბავშვების დაბადების ფაქტები, რომლებიც იმდენად არიან უკვე გონებაგახსნილები, რომ აშკარად ხედავენ რეალურ სამყაროს და შესაბამისი სიზუსტის ცოდნებსაც ამჟღავნებენ, რა ცოდნებიც, ბუნებრივია, უნდა რადიკალურად განსხვავდებოდეს და კიდევაც განსხვავდებიან „დღესამომდე“ ცოდნებად მიჩნეულებისგან, მაგრამ სინამდვილეში ნამდვილი არცოდნებისაგან! ერთ–ერთი მათგანი კი გახლავთ სწორედ ლუკა ირემაშვილი, რამეთუ ფაქტია, რომ მან, სხვა უკვე უამრავ მისნაირთან ერთად მთელს დედამიწაზე, ცნობიერულად სხვებზე ადრე გამოიღვიძეს ზუსტად ისევე, როგორც პატარა მასშტაბის დღეღამური ციკლების დროსაც ხდება, – როცა ყველას სძინავს, მაგრამ ამ დროს ვიღაც მაინც აღმოჩნდება პირველი, რომელიც ყველაზე ადრე გაიღვიძებს, რასაც მოჰყვება მერე თანდათანობით სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობის მასობრივი გამოღვიძებებიც!
ამიტომ, უნდა მოგახსენოთ, რომ მეც ერთ–ერთი იმათგანი ვარ, ვინაც თქვენზე ადრე გამოვიღვიძე და ვცდილობ, ლუკასნაირებთან ერთად, ყველანიც გამოგაფხიზლოთ და ჭეშმარიტების აზრზეც მოგიყვანოთ. მაგრამ აქაც, ისევე როგორც ყველგან და ყოველთვის, „არჩევანი მაინც თითოეული თქვენგანის პრეროგატივაა“ და ამიტომ, თქვენვე შეგიძლიათ ანუ თქვენივე „უფლება“, იგივე „უფალ–ნებაა“ არ გამოიღვიძოთ და ასეთივე ძილში გადააგოროთ ის კაცობრიული მასშტაბის ცნობიერული ნათელი, რომელიც აი უკვე კარზეა მომდგარი, მომავალ ციკლურ დაბნელებამდე, და ასე „უსასრულოდ“...
მაშ, აირჩიეთ, „ნება ყოველთვის თქვენია“, თქვენივე „განწყობის“ შესაბამისი, რომელზედაც ძალადობით ვერავინ მაინც ვერაფერს გახდება!!!