შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებისთვის ტრენინგი დაიწყო

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებისთვის ტრენინგი დაიწყო

შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებისათვის ტრენინგების ახალი ციკლი დაიწყო, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „საქართველოს შსს-ს შესაძლებლობათა გაუმჯობესება ადამიანის უფლებების სათანადო დაცვის უზრუნველყოფისთვის დროებითი მოთავსების იზოლატორებში ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტის დანერგვის გზით“ – ფარგლებში ხორციელდება.

ტრენინგს შსს-ს აკადემიაში ქართველი ექსპერტები ატარებენ. დროებითი მოთავსების იზოლატორების თანამშრომლებს სწავლების პროცესში დეტალურად გააცნობენ ფსიქოლოგიურ, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებთან მოპყრობის თავისებურებებსა და პირველადი დახმარების საკითხებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს დროებითი მოთავსების იზოლატორების ყველა თანამშრომელი გაივლის ტრენინგს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ევროკავშირის დაფინანსებით, პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს. პროექტის მიზანია სათანადო პირობების შექმნით და დროებითი მოთავსების იზოლატორების პერსონალისათვის ტრენინგებისა და მუშაობის ახალი სტანდარტების დანერგვის გზით დროებითი დაკავების იზოლატორებში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა.