საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონფერენციაზე ,,საქართველოს ევროპული გზა (ვიდეო)

საქართველოს თავდაცვის მინისტრი კონფერენციაზე ,,საქართველოს ევროპული გზა (ვიდეო)

ქალაქ ბათუმში, საერთაშორისო კონფერენცია - ,,საქართველოს ევროპული გზა" მიმდინარეობს. კონფერენციაში პრემიერ-მინისტრი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები მონაწილეობენ. ბათუმში იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრიც.

კონფერენცია ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და მისი ნაწილის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფორმირმირებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და რიგის „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტისთვის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგს ეძღვნება. კონფერენციაზე, ასევე, განიხილება აღმოსავლეთ ევროპაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის კუთხით არსებული გამოწვევები.

კონფერენციაში მონაწილეობენ საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პარტნიორი ქვეყნების მაღალი რანგის ოფიციალური პირები, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. რიგით მეთერთმეტე კონფერენცია ,,საქართველოს ევროპული გზა" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით იმართება.