რატომ ჩხუბობს ორსული?

რატომ ჩხუბობს ორსული?

ხშირად ფეხმძიმე ცოლს სურს, თავის მდგომარეობაზე, შეგრძნებებზე ქმარს მოუყვეს. მამაკაცს კი თითქოს ბავშვი არ აინტერესებს, მუდამ გაღიზიანებულია და ცხარობს. რატომ?

როგორც წესი, ორსული ქალი შვილთან კავშირს იმდენად ძლიერ განიცდის, რომ სურვილი უჩნდება, თავის გრძნობებზე ქმარს ესაუბროს. მაგრამ საქმე ისაა, რომ მამაკაცი სხვადასხვა მიზეზის გამო ცოლის განწყობას არ იზიარებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, არ სურს, ფეხმძიმე იყოს. ხშირად ეს წყვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ხდება. როგორც ქალს ეჩვენება, ქმარი საჭირო მზრუნველობას არ იჩენს და მას ცოტა დროს უთმობს. ცოლი განიცდის, ნერვიულობს, რაც მისთვის უკუნაჩვენებია.

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ ქმრის დარიგება ან გადარწმუნება არ ღირს. აზრი არ აქვს, ტირილით დაუმტკიცოთ, რომ თქვენ "ასეთ მდგომარეობაში ხართ", ის კი მტარვალია და თქვენს განწყობას ანგარიშს არ უწევს. 100–დან 99 შემთხვევაში ასეთი ისტერიკები მამაკაცს უფრო აბრაზებს. უმჯობესია აუტოტრენინგს მიმართოთ. ქმარს უცქირეთ, სინამდვილეში მთელი თქვენი ფიქრები და ყურადღება ბავშვზე გადაიტანეთ, ყველაზე ნაზი სიტყვები უთხარით, რაც კი იცით. ქმარი სამსახურიდან გაღიზიანებული დაბრუნდა?

არ გკითხათ, თავს როგორ გრძნობთ? თქვენი ჩივილი არ მოისმინა? ნუ გაჯავრდებით. შეიგნეთ, რომ სამუშაოზე იღლება. ამავდროულად ჯერ ვერ გრძნობს, რომ სამნი ხართ. რამდენიც უნდა უმეოროთ "ჩვენი პატარა" – ეს მისთვის აბსტრაქციაა. უმჯობესია მეორე ოთახში განმარტოვდეთ და ასეთი ვარჯიში გააკეთოთ: სავარძელში ჩაჯექით, ხელები მუცელზე დაიდეთ და რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქეთ. ეცადეთ, მაქსიმალურად დამშვიდდეთ. თქვენს პატარას გაუღიმეთ. ახლა სარკესთან მიდით და წარმოთქვით: "ჩემს შვილს საუკეთესო დედა ეყოლება!".