ამერიკელი მომღერალი ბობ დილანი, რომელიც მაისში 70 წლის ხდება, პირველად თავის კარიერაში, ჩინეთში კონცერტს გამართავს.
ორი გამოსვლა 6 აპრილს, პეკინში და 8 აპრილს შანჰაიში გაიმართება, და ლეგენდარული მუსიკოსის საკონცერტო მოღვაწეობის 50 წლის იუბილეს მიეძღვნება. ბილეთები მომავალი კვირიდან გაიყიდება და მათი ფასი 42 დოლარიდან დაიწყება.
მომღერალი, რომლის შემოქმედებაშიც არაერთი მწვავე პოლიტიკური და საპროტესტო სიმღერა იყო, ჩინეთში გამოსვლას ჯერ კიდევ გასულ წელს გეგმავდა, თუმცა სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრომ მას ამის უფლება არ მისცა. თანაც, მაღალჩინოსნებმა ეს აკრძალვა არანაირად არ ახსნეს. ამის გამო დილანმა სამხრეთ–აღმოსვლეთ აზიის ტური მთლიანად გადადო, ამჟამად კი პრომოუტერებმა ჩინეთისგან კონცერტების ჩატარების უფლება მიიღეს.
ჩინეთის ხელისუფლება უცხოელი არტისტების გასტროლებს საკმაოდ მკაცრად აკონტროლებენ. ეს მიდგომა დაკავშირებულია 2008 წელს ბიორკის კონცერტზე მომხდარ ინციდენტთან, როდესაც მომღერალმა სცენიდან ტიბეტის დამოუკიდებლობას დაუჭირა მხარი.