თბილისის საკრებულოს ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

თბილისის საკრებულოს ინიციატივით საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.

ქ.თბილისის საკრებულოს ინიციატივით   ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ნაციონალური ბალეტის ,,სუხიშვილების”  და ანსაბლ რუსთავის ერთობლივი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა.  კონცერტიდან შემოსული თანხა სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის, ბერი ანდრიას ფონდს გადაერიცხა.

კონცერტი საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა გახსნა და მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას გულისხმიერებისა და დაავადებული ბავშვებისადმი გამოვლენილი სიკეთისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული საღამო ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რამდენადაც ღონისძიებაზე შემოსული თითოეული თეთრი იმ ადამიანებს ერიცხებათ, ვისაც სიცოცხლის გადასარჩენად ახლა ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება და მათი რეაბილიტაციისა და მკურნალობითვის აუცილებლობას წარმოადგენს. ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით ყველა პრობლემა გადაილახება თუ გულგრილობისა და უნდობლობის გადალახვა მოხერხდება, რისი მაგალითიც ფილარმონიაში გამართული კონცერტი იყო. საკრებულოს თავმჯდომარემ  თბილისის საკრებულოს ინიციატივის გაზიარებისთვის კულტურის პალატის ხელმძღვანელს დავით ოქიტაშვილს, ნინო და ილიკო სუხიშვილებს და ანსამბლ “რუსთავის” სამხატვრო ხელმძღვანელს, ანზორ ერქომაიშვილს,  მადლობა  გადაუხადა.

დედაქალაქის საკრებულოს მიერ, სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად უკვე არაერთი ღონისძიება განხორციელდა, რაც ბერი ანდრიას ფონდის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვან შემწეობას წარმოადგენს.