მკურნალი კვერცხი

მკურნალი კვერცხი

ანგინის და ცხვირ-ხახის ანთებითი დაავადებების დროს, ჭამეთ ახალი კვერცხის ცილა. ხველების დროს კი რამდენჯერმე მიიღეთ ერთი ჩაის კოვზი კარაქის, ერთი კვერცხის გულისა და ერთი ჩაის კოვზი ფქვილის ან ორი სუფრის კოვზი თაფლის ნაზავი. გოგლიმოგლი კი ბრონქიტის დროს დამარბილებელ საშუალებად გამოიყენება.

კვერცხის ცილა სწრაფად აქვეითებს კუჭის მჟავიანობას და უფრო ეფექტურია გულძმარვისას, ვიდრე სოდა. თუ მონელების პროცესი შეფერხებულია, ტკივილს სწრაფად მოგიხსნით ოდნავ დამარილებული კვერცხის ცილა.

ცხელი რძის და კვერცხის კოქტეილი სწრაფად მოგიხსნით თავის ტკივილს და შაკიკის შეტევას

ნევრალგიის დროს მოხარშეთ კვერცხი, გაჭერით ორად და იმ ადგილას დაიდეთ ცხლად, სადაც გტკივათ. სანამ კვერცხი გაცივდება, მანამდე ტკივილიც გაგივლით.

ამოვარდნილობის და მყესების დაჭიმულობის დროს კვერცხის ცილა, ფქვილი და სპირტი თანაბარი რაოდენობით კარგად შეურიეთ ერთმანეთს და ნარევი დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ, შემდეგ ბინტით მაგრად გადაიხვიეთ.

ეგზემის დროს, ერთი კვერცხის გული აურიეთ ერთ სუფრის კოვზ თაფლს და წაისვით დაზიანებულ ადგილას. კანი მალევე დაიწყებს გამოჯანმრთელებას.

თუ მოიწამლეთ, ერთ ჭიქა ცივ, ანადუღარ წყალში გახსენით ერთი კვერცხის ცილა. დაუმატეთ ცოტა შაქარი და დალიეთ ნელ-ნელა. ეს ნარევი კარგია გაღიზიანებული კუჭის დასაამებლად და ნაწლავების ჩასაცხრობად.