სტრესი გაფანტულ სკლეროზს იწვევს

სტრესი გაფანტულ სკლეროზს იწვევს

მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს, რომ სტრესი, თუ მას ხშირი ხასიათი აქვს, იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიცაა არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი.

მაგრამ აღმოჩნდა, რომ სტრესი შეიძლება გაცილებით უფრო საშიში დაავადებების მიზეზადაც იქცეს.

კერძოდ, ჰოლანდიელმა მეცნიერებმა დაასაბუთეს, რომ სტრესი ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების - გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.

გამოკვლევებმა აჩვენეს, რომ ადამიანებში, რომლებიც რეგულარულად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები ორჯერ უფრო ხშირია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთანაა დაკავშირებული, რაც, თავის მხრივ, გაფანტული სკლეროზისათვის დამახასიათებელი მოვლენის - ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე საკუთარი ნერვული ქსოვილს მიმართ აგრესიულობის საფუძველი შეიძლება იყოს.

მეცნიერების დასკვნით, სტრესის რისკ-ჯგუფებს წარმოადგენენ: ქალები, რამდენადაც ისინი მამაკაცებზე გაცილებით ემოციურები არიან, მოხუცები და ბავშვები, დაქვეითებული თვითშეფასების მქონენი, ექსტრავერტები, ნევროტიკები, ადამიანები, რომლებიც ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს, პირები, რომლებიც სტრესისადმი გენეტიკურად არიან განწყობილნი.