რის მიხედვით ირჩევს მამაკაცი ჰალსტუხს?

რის მიხედვით ირჩევს მამაკაცი ჰალსტუხს?

ცოტა ხნის წინ ფსიქოლოგებმა გამოაქვეყნეს საინტერესო კვლევა, რომელშიც გაავლეს პარალელი მამაკაცის ხასიათისა და მის ჰალსტუხს შორის.

ის, რომ მამაკაცი ირჩევს გარკვეული ფერის და მოხაზულობის ჰალსტუხს, თურმე მეტყველებს მისი ხასიათის კონკრეტულ თვისებებზე.

1. მამაკაცი, რომელიც ირჩევს კოპლებიან ჰალსტუხს, ძალზე ენერგიული და მხიარულია. თუ თავის საოცნებო ქალს შეხვდება, სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული იქნება. ამ ტიპის მამაკაცი გულწრფელი და მეგობრულია. ნამდვილი მეგობრბა შეუძლია.                 

2. მამაკაცი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს პატარა ორნამენტებით მოხაზულ ჰალსტუხს, მეტად მშვიდია. გადაწყვეტილებას ყოველთვის მიღებისას ყველაფერს აწონ–დაწონის და მხოლოდ ამის შემდეგ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს. მისი ასეთი დაუჩქარებლობა ხშირად მეუღლის გაღიზიანების მიზეზი ხდება.

3. მამაკაცი, რომელსაც უყვარს კლასიკური ორნამენტებითა და დიაგონალური ხაზებით გაწყობილი ჰალსტუხი, კეთილი და ერთგულია, იდეალური მეუღლე და მამაა, თუმცა მისთვის მაინც კარიერაა მთავარი.                  

4. უფრთხილდით მამაკაცბს, რომლებსაც მუდამ უკეთია ერთი ფერის ჰალსტუხი, ისინი ამბიციური ეგოისტები არიან.

5. თუ თქვენს რჩეულს მოსწონს ყვავილებიანი ჰალსტუხი, შეგიძლიათ მშვიდად იყოთ: იგი ნიჭიერი, ჭკვიანი და კეთილი ადამიანია. ადვილად ეგუება ნებისმიერ უსიამოვნებას.