ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ცნობილი მომღერალი – პი ჯეი ჰარვი მუზეუმში იწყებს მუშაობას. ამ სიახლემ მუსიკოსის ფანები ნამდვილ შოკში ჩააგდო.
როგორც ამბობენ, მუსიკოსმა ბოლო ძალიან წარმატებული ალბომის პრეზენტაციის შემდეგ გადაწყვიტა დროებით შეიცვალოს პროფესია და უფრო მიწიერი საქმით დაკავდეს, კერძოდ ის ბრიტანეთის საიმპერიო საბრძოლო მუზეუმის თანამშრომელი ხდება.
ის მუზეუმის კორესპონდენტი გახდება, თან მუსიკოსის განცხადებით ბოლო ორი წელი ის აქტიურად სწავლობდა ბრიტანეთის საომარ ისტორიას რამაც ძალიან შეუწყო ხელი ტექსტების დაწერაში.