ცოტა ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა ბედნიერების საკუთარი ფორმულა შეადგინეს. ეს არის უნიკალური რეცეპტი იმისა,თუ როგორ შეუძლია წყვილებს ცოცხალი, ბედნიერი და თბილი ურთიერთობების შენარჩუნება.
ამ მიზნის მისაღწევად ექსპერტებმა გაანალიზეს 35 სხვადასხვა კვლევის შედეგი, ასევე 12273 ინდივიდუალური ანგარიში რომელიც ქალსა და მამაკაცს შორის ურთიერთობის სხვადასხვა პრობლემებს ეძღვნება.
შედეგად მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯანსაღი ურთიერთობის მნიშვნელოვანი ელემენტები, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს ურთიერთობა ქორწინებაში ან დაუქორწინებელი წყვილები, მთავარია: გულწრფელობა, ურთიერთშეთანხმების გარანტია, პოზიტიურობა, საერთო ამოცანები და სოციალური სტრატეგიები.
გარკვეული პრობლემების დროს საუკეთესო გამოსავალი როგორც ჩანს "ღია" ურთიერთობაა. მეცნიერების მტკიცებით, რაც უფრო გამჭვირვალე და პატიოსანია თქვენი მოსაზრება პარტნიორის პრობლემების მიმართ, მით ადვილად გადაჭრით მათ.
გარდა ამისა, პრინციპულად მთავარია საოჯახო მოვალეობა თანაბრად გადაინაწილოთ. როგორც ქალმა ასევე მამაკაცმა უნდა გამოიჩინოს ძალისხმევა და მოაგვაროს ურთიერთობა პარტნიორის მეგობრებთან, გარდა ამისა მის ოჯახთან, ამასთან ეს ნაბიჯი ურთიერთდახმარებით უნდა მოხდეს.
რაც უფრო მეტად იქნებით დაკავშირებული პარტნიორთან სოციალური ქსელების ურთიერთმოქმედებაში, მით მეტი საერთო მეგობარი გეყოლებათ, ასევე რაც უფრო ახლო იქნებით ერთმანეთის მეგობრებთან და ნათესავებთან, მით მყარი იქნება თქვენი საკუთარი ურთიერთობა.