ერთხელ გია ფერაძე თავისი მეუღლის მართვის მოწმობით ჩამჯდარა მანქანაში.
ინსპექტორმა გააჩერა, ესეც გადმოვიდა მანქანიდან და მიაწოდა მოწმობა.
ეს ქალის მოწმობააო, დააკვირდა ინსპექტორი.
მომეცი აქო, გამოგლიჯა ხელიდან, მე ჩემი გაჭირვება მეყოფაო და მანქანისკენ ქალის „პახოდკით“ და გრეხვით წავიდა.