ნიაზ დიასამიძის ოჯახის წევრი ერთ სახალისო ისტორიას ხშირად იხსენებს:
„ერთი ავი მეზობელი გვყავდა, ჩვენ ქვევით ცხოვრობდა. ნიაზი გვიან რომ დაბრუნდებოდა სახლში, დაწოლის წინ ფეხსაცმელს ძლიერად დაჰკრავდა იატაკს, ქვევით რომ ხმა ჩასულიყო.
გავიდოდა ერთი ნახევარი საათი და მეორე ფეხსაცმელსაც მიაყოლებდა. მხოლოდ ამის მერე იძინებდა გაწვალებული მეზობელი.
ერთხელ, ჩვეულებრივ, გვიან დაბრუნდა ნიაზი. ფეხსაცმელი იატაკზე დაახეთქა და მალე ჩაეძინა.
გამთენია იქნებოდა, მეზობლის განწირული ხმა რომ გაიგონა ქვემოდან: - ნიაზ! მეორე ფეხსაცმელიც დაარტყი, მალე, ბიჭო! მოვკვდი კაცი ლოდინით...“