შუა ზაფხულში საქართველოს რამდენიმე რეგიონში პირუტყვის დააავადებებმა იფეთქა. კახეთში საქონელს ცოფი გადაედო, ქვეყნის დასვლეთ და სამხრეთ ნაწილში კი - ბრუცელოზი. დაეცა ასეულობით პირუტყვი და დაავადდა ათეულობით ადამიანი.
ყვარლის რიონის სოფელ ზინობიანში მსხვილფეხა პირუტყვის ცოფის შემთხვევა რამდენიმე დღეა რაც დაფიქსირდა. სოფელში, ერთ-ერთ ოჯახში ძროხა მოკვდა და სპეციალისტების დასკვნით, ამის მიზეზი ცოფი აღმოჩნდა. სურსათის უვნებლობის ეროვნული სამსახურის ეროვნული ბიუროს კახეთის სამსახურის წარმომადგენლის, გიორგი მესხიშვილის ინფორმაციით, სოფელში კარანტი გამოცხადდა. აიკრძალა ხორცისა და რძის პროდუქტების რეალიზაცია. მიმდინარეობს საქონლის აცრის პროცესი.
„საქონელი დაკვირვების ქვეშ იყო, მე-10 დღეს კი მოკვდა. ამის შემდეგ ჩატარდა ლაბორატორიული ანალიზი და დადგინდა, რომ საქონელი ცოფით იყო დაავადებული“, - აცხადებს მესხიშვილი.
ბოლო ერთ თვეში, ცოფის შემთხვევა გამოვლინდა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურსა და სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედშიც. ორივე სოფელში ცოფი მსხვილფეხა საქონელს აღმოაჩნდა.
ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილში კი ბრუცელოზი მძვინვარებს. ქობულეთის რაიონის სოფელ ოჩხამურში დაავადების გამო საქონელი დაეცა. სპეციალისტებმა ადგილობრივ მოსახლეობას მითითებები უკვე მისცეს. შეზღუდვები ამ ეტაპზე მხოლოდ რძის პროდუქტებზე დაწესდა.
„ჩვენმა თანამშრომლებმა შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდეს პირუტყვის მფლობელებს. მათ განუმარტეს, რომ საქონელი აუცილებლად უნდა დაიკლას, რადგან ამ დაავადებული პირუტყვის ხორცის გამოყენება შესაძლებელია. ის არ წარმოადგენს დაავადების გავრცელების არანაირ წყაროს და სასკლაოზე დაკლავენ. ამის შესახებ ქობულეთის მუნიციპალიტეტიც ფლობს ინფორმაციას“, – აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა მიხეილ სოხაძემ.
ურთულესი ვითარებაა ასპინძის რაიონის სამ სოფელში - დუმალაში, ოშორასა და რუსთავში. დაავადებულია არამარტო საქონელი, არამე ათეულობით ადამიანიც. დაეცა 300 ერთეულამდე მსხვილფეხა პირუტყვი.
დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან ასპინძის რაიონის სოფელ რუსთავში ბრუცელოზზე 59 ადამიანი გასინჯეს და მათგან დაავადება 13-ს აღმოაჩნდა. სოფელ ოშორაში 65 ადამიანის მდგომარეობა გამოიკვლიეს, აქ 27 შემთხვევა დაფიქსირდა. სოფელ იდუმალაში კი მხოლოდ 5 ადამიანი გასინჯეს და მათ შორის დაავადებული ერთი აღმოჩნდა.
ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინფომაციით, მდგომარეობა რთულია, ეპიდემიამ იფეთქა, აღმოჩნდა, რომ ადამიანებშიც არის ეს დაავადება. კარანტინი გამოცხადებულია, ყველა უწყების საქმის კურსშია და ტარდება ყველა შესაძლო ღონისძიებას.
ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ისედაც დაზარალებულ მოსახლეობას, სამკურნალო მედიკამენტების შეძენა დამატებით პრობლემას უქმნის. მკურნალობის ეს ტიპი სახელმწიფოსგან არ ფინანსდება და სრული კურსისათვის რამდენიმე ასეული ლარია საჭირო.
ბოლო ინფორმაციით, ასპინძაში ბრუცელოზით 41 ადამიანი დაავადდა. ასპინძის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მზია პაპაშვილის განმარტებით, მათ უმრავლესობას დაავადება ცხოველთან კონტაქტით, უფრო მეტად კი საქონლის მშობიარობაში მიხმარების დროს გადაედო. ასევე დაავადება ვრცელდება არაპასტერიზებული რძის პროდუქტების მიღებითაც. რეგიონში ხორცისა და რძის პროდუქტებბის რეალიზაციაზე უმკაცრესი კონტროლია დაწესებული.