გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. საჭიროა ღრმა თუნუქის ფურცელი (კიდეები 5 სმ სიმაღლის მაინც უნდა ქონდეს). მოასხით ცოტა ზეთი, დაალაგეთ კურდღლის ნაჭრები, სოსისი, სოკო, ხახვი, ნიორი, სუნელები, მოსახით ღვინო და დაუმატეთ ინგრედიენტებში ჩამოწერილი ყველა მასალა.
ხორცი მზად არის დაახლოებით 1,5 საათში. (მომზადებას შეატყობთ, როცა ხორცი რბილი იქნება და ადვილად მოშორდება ძვალს). წვენს თითქმის ჩაიშრობს და სოუსის (საწებლის) სისქის დარჩება.
უხდება ახალ, კარაქში მოთუშულ სტაფილოს, ბარდას, კარტოფილს. ამასთანავე, “ცოცხალი“ სალათა მწვანე ფოთლები, კიტრი, სიმინდის მარცვლები, ზეთისხილი. პიურე ან სქლად დაჭრილი შემწვარი კარტოფილი.
ინგრიდიენტები:
2 თავი საშუალო ზომის ხახვი,
2 კბილი ნიორი,
2 ცალი დაფნის ფოთოლი,
მარილი და წიწაკა,
1,5 ჭიქა ღვინო,
1 ქილა (400 გრ) დაჭრილი პომიდორი,
ზეთი,
1 კონა ოხრახუში,
1 ცალი დარიჩინი,
1/2 მუსკატის კაკალი,
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: საფერავი.
perfectcook.org