ლონდონურ რესტორნებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ლუდი, რომელსაც ყველაზე ძვირიანს უწოდებენ მსოფლიოში. საუბარია Vieille Bon Secours-ის მარკის 12-ლიტრიან ლუდის ბოთლზე.
ეს ლუდი შედარებით ძლიერია - 8% და გამოირჩევა ლიმონის, კარამელის და ზამბახის რთული არომატით, რომელიც ხაზგასმულია ანისის სურნელით. ამ ლუდის შოვნა შეგიძლიათ მხოლოდ რამდენიმე ბარში და რესტორანში ან შეგიძლიათ იყიდოთ ონლაინ რეჟიმში. ეს ლუდი იწარმოება ბელგიაში სამ ვარიანტში - თეთრი, ქარვა და მუქი.
ლუდის ბელგიელი ელჩი მარკ შტრუმანდტი ამბობს: “ამ ლუდის სამივე სახეობის არომატი იმდენად ნატიფად არის დაბალანსებული, რომ თქვენ თითქმის ვერ გრძნობთ ალკოჰოლს. ეს სრულიად განსაკუთრებული სასმელია, რომელიც ღირს მიირთვათ სრულიად განსაკუთრებულ შემთხვევებში.”
მსოფლიოში ყველაზე ძვირი ლუდი 1995 წლიდან ბელგიაში იწარმოება. იმისათვის, რომ კათხაში ეს ლუდი დაასხათ 12-ლიტრიანი ბოთლიდან ორი კაცის დახმარება დაგჭირდებათ. ამ ლუდის ერთი ბოთლი 700 ფუნტი ან 1167 დოლარი ღირს.