პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თაოსნობით, თბილისის ისტორიის მუზეუმში გამოფენა Confeidian- ეკო-ქალაქი SWEKO-დან გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ანდრჟეი მარკოვსკის, იეჟი ნოვოსელსკისა და ადამ სტალონ დობჟანსკის ვიტრაჟები და არქიტექტურული პროექტები. ადამ სტალონ დობჟანსკიმ პოლიქრომული ვიტრაჟები და მოზაიკა პოლონეთის 55 მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიისთვის შექმნა. ეჟი ნოვოსელსკის ხატწერა კი, ლურდაში, ვარშავასა და ჰაინუვკეს ეკლესიებშია დაცული.
ანდრჟეი მარკოვსკი მუშაობდა ბელგიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში. 2002 წლიდან პოლონეთში ცხოვრობს. არის ისეთი შენობების არქიტექტორი, როგორებიც არის TVN-ს შტაბსახლები და Mazurka Travel-ის საკონფერენციო ცენტრის შენობა.