სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადაჭარბებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვის ბრალდებით, რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრმა, აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, გია გვაზავას წინააღმდეგ მთავარ პროკურატურაში სარჩელი შეიტანა. მთავარმა პროკურატურამ სარჩელი წარამოებაში მიიღო.
როგორც რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრში აცხადებენ, 2013 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტის N735 ბრძანებულების საფუძველზე აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატს ოლგა ნაგარნინას შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის მე-8 მუხლის თანახმად აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს მოქალაქეობის დაკარგვა.
მათივე განცხადებით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მურმან კვარაცხელიამ რამდენიმეჯერ წერილობით მიმართა უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს რეგლამენტით გათვალისწინებული ზომების გატარების მოთხოვნით. ეს საკითხი ცნობად იქნა მიღებული აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 20 აგვისტოს რიგგარეშე სესიაზე.
რეფორმებისა და მონიტორინგის საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა გადელია for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ბატონმა გია გვაზავამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით მიზანმიმართულად დაფარა აღნიშნული ბრძანებულება და არ მისცა შესაძლებლობა შესაბამის ქვედანაყოფს განეხორციელებინა კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რამაც გამოიწვია რიგი კანონდარღვევები. მისი თქმით, გვაზავა არის დანაშაულის ინიციატორი და შემდგომში განმხორციელებელი.
„ბატონმა გვაზავამ თანამდებობა გამოიყენა იმისათვის, რომ დაემალა ნაგარნინას მოქალაქეობა. გია გვზავამ დოკუმენტები რომელიც ადასტურებდა, რომ ნაგარნინა არ იყოს საქართველოს მოქალაქე, მსვლელობა არ მისცა და შესაბამისად, არ გამოიტანა უმაღლესი საბჭოს დადგენილება დეპუტატობის შეწყვეტაზე და გაუგრძელა დეპუტატის მანდატი რუსეთის მოქალაქეს.
მან იცოდა, რომ ოლღა ნაგარანინა იყო რუსეთის მოქალაქე და ამის მიუხედავად მონაწილეობას ღებულობდა გადაწყვეტილების მიღებაში. ეს გაააკეთა იმისათვის, რომ გაეპრავებინათ ვახტანგ ყოლბაია, რომელიც მთვარობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად რუსეთის მოქალაქის ხმით დაინიშნა. რომ არა ნაგარნინა ყოლბაიას კანდიდატურა ვერ გავიდოდა. სპეციალურად ამისთვის ჩამოიყვანეს ის ქალაბატონი რუსეთიდან“, - აცხადებს ხათუნა გადელია.
მისივე განცხადებით, მიუხედავად ზემოთ აღნიშნული ფაქტისა, რუსეთის მოქალაქე ოლღა ნაგარნინას აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოდან ერიცხებოდა თანამდებობრივი სარგო, რითაც მისი თქმით, ადგილი ჰქონდა სახელმწიფო სახსრების არამნიზნობრივ ხარჯვას, რაც ასევე დასტურდება აფხაზეთის ა-რ უმაღლესი საბჭოს შიდა აუდიტის სამსახურის წერილით.
„ამ ფაქტებიდან გამომდინარე მოვითხოვეთ ბატონი გვაზავას მიერ სამსახურეობრივი უფებამოსილების გადამატებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი განკარვის ფაქტის გამოძიება.
მოვამრთეთ პროკურატურას, რომ გამოიძიონ საქართველოს მოქალაქეობის არქონის პერიოდში იღებდა თუ არა ხელფასს და პრემიებს ნაგარნინა. ამის დამადასტურებელი უწყისები, რომ ეს ქალაბატონი ღებულობდა როგორც ხელფასს, ასევე პრემიას არსებობს, რომელსაც წარვადგენთ შესაბამის უწყებაში. ამასთან, პარალელურად, 7-გვერდიანი ფინანსური დარღვევების შესახებ მივმართავთ საქართველოს აუდიტის სამსახურს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ხათუნა გადელია.
თავად გია გვაზავა აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მას ერთპიროვნულად არ მიუღია, როგორც ამბობს, ეს იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება. კითხვაზე, გაიცემოდა თუ არა მასზე როგორც რუსეთის მოქალაქეზე ხელფასი და პრემია, გვაზავა პასუხობს:
„თუ ის იყო საქართველოს მოქალაქე, რა თქმა უნდა, გაიცემოდა. ვინც დამნაშავეა დაისჯება, მეტი რა უნდა გითხრათ. ნაგარნინა საქართველოს მოქალაქე რომ არ ყოფილიყო და ამის საბუთები რომ ყოფილიყო, მაშინ მასზე არ გაიცემოდა ხელფასი. გამოჩნდება ყველაფერი.
ნურავის ნუ ავიწყდება, რომ ქალაბატონი ნაგარნინა ეს ის რუსი ქალბატონია, რომელსაც საქართველოს ინტერესები არ გაუყიდია და იქიდან დაწყებული ავტომატით ხელში იდგა აფხაზეთში და დღეს ჩვენს გვერდით არის. თუ არის სისხლის სამართლის დანაშაული გამოჩნდება, ეს ხომ ჩემი გადაწყვეტილება არ იყო, ეს იყო უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის გადაწყვეტილება“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას გია გვაზავამ.