„ადამიანს რომ იჭერ, მაგრამ თან ვერ იჭერ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს“

„ადამიანს რომ იჭერ, მაგრამ თან ვერ იჭერ, ეს „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს“

სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის ფაქტზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა. საქმე ეხება 2007 წლის 7 დეკემბერს „სითი პარკსა“ და თბილისის მთავრობას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. უგულავამ ცენტრალური ბიუჯეტის განზრახ იგნორირებით გაფლანგა სახელმწიფო კუთვნილი 1 086 718 ლარი.

ექსპეტრი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ გიგი უგულავას დაჭერისთვის საკმაო საფუძველი არსებობდა. მისივე თქმით, მისი გაუთავებელი დაკითხებზე დაბარებები კი, „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.

For.ge გია ხუხაშვილს ესაუბრა.

გიგი უგულავას ბრალი წაუყენეს, თუმცა, მის მიმართ აღკვეთი ღონისძიება გამოყენებული არ არის. როგორ ფიქრობთ, საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს?

- გიგი უგულავა რომ კრიმინალური წარსულის მქონე ადამიანია, ისევე, როგორც მთელი „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ყველამ ვიცით. ვფიქრობ, რომ აქამდე საკმაოდ დიდი საფუძველი იყო, რომ გიგი უგულავა უკვე ციხეში მჯდარიყო. იმდენად უცნაურად მიდის ეს ყველაფერი და იმდენად პოზიტიური პოლიტიკური შედეგი მოაქვს ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, უკვე ეჭვებში ვვარდები, შეთქმულების თეორია მოდის წინა პლანაზე. გაუგებარია, მეორე ტურის წინ ასეთი ტიპის ესკალაცია გიგი უგულავას მისამართით, მითუმეტეს, როცა ეს ესკალაცია არაფრით არ მთავრდება. ის, რომ ის დამნაშავეა, ქვეყნის მოსახლეობას ვერდიქტი დიდი ხანია გამოტანილი აქვს. ადამიანს რომ იჭერ, მაგრამ თან ვერ იჭერ და ის გმირის სახით გამოდის, ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს.

როგორ ფიქრობთ, საკმარისი კითხვები არ არსებობს?

- კითხვები კი არ არსებობს, არამედ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“ არის კრიმინალური ორგანიზაცია, ამ კრიმინალური ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და იდეოლოგი არის გიგი უგულავა. დანაშაულის გამო ხდება ადამიანების დასჯა. ანუ, ხდება სამართლის და პოლიტიკის ერთმანეთისგან გაყოფა, რაც ვერა და ვერ მოახერხა დღევანდელმა ხელისუფლებამ. ყველაფერს ისეთი ფორმით აკეთებენ, რომ უფრო და უფრო უახლოვდება პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთს. უგულავა აქამდე იყო დასაპატიმრებელი და ჩემი აზრით, ამის საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს.

რას გულისხმობთ?

- ის არის ქალაქის ყოფილი მერი. პირველი უგუნურება იყო როდესაც შეუწყვიტეს უფლებამოსილება, რაც ჩემი აზრით, წმინდა პიარულად, საარჩევნო პროცესში იყო წამგებიანი. მერე - სასამართლოზე ეს უცნაური რამ - პროკურორების სემინარებზე ყოფნა იმდენად მიამიტად კეთდება, იმდენად თეთრი ძაფით იკერება, რომ ამ კრიმინალური ადამიანების ჯგუფს ნაცვლად იმისა, რომ ისინი წავიდნენ იქ, სადაც უნდა წავიდნენ, პოლიტიკურ ბეგრაუნდს უუმჯობესებენ.

ვინ და რატომ უუმჯობესებსნაციონალურ მოძრაობასპოლიტკურ ბეგრაუნდს?

- გიგი უგულავა ბოლომდე რომ ყოფილიყო ქალაქის მერი, ვფიქრობ, რომ დღეს ნარმანიას უკვე მოგებული ექნებოდა არჩევნები. შეუჩერეს უფლებამოსილება, ამით საპროტესტო ელექტორატში გააჩინეს რაღაცა გაუგებარი შეგრძნებები, შეიტანეს დაბნეულობა, გამოაცხადეს მორატორიუმი... ახლაც არჩევნების მოერე ტურის წინ, უგულავას იბარებენ, რითაც საშუალებას აძლევენ „ნაციონალურ მოძრაობას“ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ილაპარაკონ ისევ პოლიტიკურ დევნაზე და აქციები ატარონ. ეს ყველაფრი არის ტაქტიკური პოლიტიკური შეცდომები და მეტი არაფერი. თუ უგულავას დააპატიმრებენ, მაშინ კიდევ გავიგებ, მაგრამ თუ გარეთ გამოუშვებენ, დიდი ბოდიში...

თუ არა პოლიტიკური გარიგება, მაშინ რატომ უწყობს ხელს საგამოძიებო უწყებანაციონალური მოძრაობისბეგრაუნდს?

- წარმოუდგენლად მიმაჩნია ხელისუფლების მხრიდან რაღაცა ასეთი ტიპის გარიგება, თუმცა, საფუძველი იქმნება, რომ რაღაცა შეთქმულების თეორია განავითაროს ადამინმა. საზღვარი აქვს ყველაფერს - არაკომპეტენტურობას, არაპროფესიონალიზმსს, ხედვის არარსებობს, მაგრამ... აქამდე დაეჭირათ, ან აცადონ ნარმანიას, რომ გახდეს მერი და მერე დაიწყონ ეს რაღაცეები. წარმოუდგენელი რამ არის.

როგორ ფიქრობთ, რა ხდება მაშინ? სახელმწიფო უწყების მოქმედებას საზოგადოება აღიქვმას როგორც გარიგებას...

- არაფრით არ მინდა ამის დაშვება. წარმოუდგენელია.

ერთია თქვენ არ გინადათ დაშვება და მეორეა ფაქტები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ...

- შეთქმულების თეორიით თუ წავალთ, ამ ეჭვებს და კითხვებს საფუძველი აქვს, მაგრამ არ მინდა შეთქმულების თეორიაზე ვილაპარაკო. მეორე მხრივ, არაკომპეტენტურობასაც ხომ აქვს თავისი ზღვარი. მინდა გითხრათ, რომ დღევანადელი ხელისუფლების მთავარი ამოცანა ყოველთვის იყო პოლიტიკის და სამართლის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ნაცვლად ამისა, ყველაფერს ისე აკეთებენ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ სრულ საშუალებას, რომ პოლიტიკა და სამართალი ერთმანეთში აიზილოს. ისეთი ფორმით და ისეთ დროს ხდება ეს ყველაფერი, დაწყებული მერიის თანამშრომლების დაკავებით, რომ არ მინდა აქ... მირჩევნიაა, რომ ეს არაკომპეტენტურობა იყოს. არაკომეპეტენტურობაც მეორე უბედურებაა, მაგრამ მაინც ასე მირჩევნია.

საგამოძიებო ორგანოს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც საბოტაჟი?

- ეს ძალიან მძიმე ბრალდებაა და ასეთ ბრალდებას ვერავის ვერ წავუყენებ. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ხელისუფლების საშუალო და ქვედა რგოლში, სადაც, როგორც ჩანს, ხშირ შემთხვევაში მიიღება ასეთი ტიპის გადაწყვეტილება, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა სარგებლობდნენ ხემძღვანელის პოლიტიკური არაპროფესიონალიზმით. შეიძლება ქვედა და საშუალო რგოლებით აგენტურის მეშვეობით იდგმევა ასეთი ნაბიჯები. ამას ვერ გამოვრიცხავ.

უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი აცხადებს, რომ გიგი უგულავას მიმართკიდევ ბევრი კითხვა გამოჩნდება“. ასეთი შეფასება უმრავალესობის მხრიდან ისმის მუდმივად, მაგრამ ამის ფინალი არის ის, რომ უგულავა პიარაქციით არის დაკავებული...

- მე მგონია, რომ ამ განცხადებით ამერიკა არ აღმოუჩენია ჩიქოვანს. უგულავასთან მიმართებაში კითხვები კი არ გამოჩნდება, კითხვები არსებობს. აბსოლუტურად ყველა დანაშაული, რომელიც ამ ქვეყანაში მომხდარა პოლიტიკური, ძალადობრივი, თუ კორუფციული, გიგი უგულავა არის ყველა დანაშაულის თანამონაწილე, ისევე როგორც ის 5-6 კაცი ვინც ჯიჯგნიდა ამ ქვეყანას. ეს კითხვა არის, მაგრამ რატომ ისმევა ეს კითხვები ისეთი ფორმით, რაც ისევ მათ სასრგებლოდ მუშაობს, ეს არის პრობლემა.

სწორედ ამიტომ ჩნდება კითხვა, თუ არა გარიგება, მაშინ ადგილი ხომ არ აქვს საბოტაჟს?

- რა თქმა უნდა, ეს კითხვები არის. მე გამოვრიცხავ ქვეყნის უმაღლესი ხელისუფლების მხრიდან ასეთი ტიპის გარიგებას, მაგრამ ამ პროცესში საშუალო და ქვედა დონეზე ადამიანებს, რომლებიც შეიძლება ვალდებულები არიან, იგივე, გიგი უგულავასთან, ან სხვასთან, მათ შეუძლიათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უბიძგონ ასეთი ტიპის არაპროფესიონალური და რიგ შემთხვევაში, უგუნური ნაბიჯებისკენ და ამის შემდეგ ვიღებთ ამ მარაზმს, რასაც ვიღებთ.

კეზერაშვილის საქმეს შეგახსენებთ, კეზერაშვილთან დაკავშირებით საფრანგეთის სასამართლოზე იყო დაშვებული სისტემური შეცდომები. იყო შანსი, რომ კეზერაშვილი გადმოეცათ ქართული მხარისთვის, მაგრამ რიგი ხარვეზებისა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, კეზერაშვილი სამართალს დაუსხლტა. პარიზში, სასამართლოს წინ კეზერაშვილის ადვოკატებს ჰქონდათ პრობლემა დაემტკიცებინათ, რომ საქართველოში მის მიმართ იყო პოლიტიკური დევნა. მოხდა ასეთი რაღაცა - სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე დაიწყო კამპანია იმის შესახებ, რომ კეზერაშვილი იყო ეჭვმიტანილი იარაღით ვაჭრობაში. ამან იმუშავა კეზერაშვილის სასარგებლოდ.

ადვოკატებმა ეს გამოიყენეს, რომ ფრანგი მოსამართლე რომელთანაც ეს საქმე საერთოდ არ ყოფილა, გასჩენოდა რწმენა იმისა, რომ კეზერაშვილის მიმართ ხორცილედება პოლიტიკური დევნა. ეს იყო ან შეგნებული საბოტაჟი, ან ძალიან დიდი უგუნურება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად დაგეგმა ეს ავანტურა, ვიღაცას შეუგდო, დააწყებინეს ეს კომპანია და ამით გზა გაუხსნეს კეზერაშვილის ადვოკატებს. ასეთი რაღაცეები, სამწუხაროდ, ხშირად ხდება. იგივე მერიის თანამშრომლები მანაქნებით რომ აკატავეს, ამით კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ასპროცენტიანი საქმე უგულავასთან მიმართებაში.