გიორგი დგებუაძე იგივე „მასტერა“ დაკავებულია. For.ge-ს ინფორმაციით, ინტერპოლის მიერ ძებნილი კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი დაახლოებით ერთი კვირის წინ, ჰოლანდიაში დააკავეს. ამჟამად იგი საპატიმრო დაწსებულებაში იმყოფება. დაწყებულია მისი საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის პროცესი. დგებუაძის დაკავების შესახებ ინფორმაცაია for.ge-ს მთავარი პროკურატურის სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირაკლი ჩილინგარაშვილმა დაუდასტურა.
„გიორგი დგებუაძე, იგივე მასტერა ნამდვილად დაკავებულია. მისი დაკავება ჰოლანდიაში მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ დააკავეს. რისთვისაც ის იძებნებოდა ეს არის ნავთლუღის სპეცოპერაცია და მეორე საქმე, რომელიც საგამაოძიებო დეპარტამენტს აქვს, ეს არის კონკრეტული პირის მიმართ არადამიანური მოპყრობა. ეს მასალები ჩვენ მივაწოდეთ ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებს. ამ მასალების საფუძველზე მოხდა ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და მოხდა მისი დაკავება. ამ ეტაპზე მისი ექსტრადიციის საკითხი განხილვის პროცესშია. ის იმყოფება საპატიმრო დაწესებულებაში“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირაკლი ჩილინგარაშვილი.
დათა ახალიას მარჯვენა ხელმა, გიორგი დგებუაძემ საქართველო არჩევნების შემდეგ დათა ახალაიასთან ერთად დატოვა. „მასტერა“ საზოგადოებისთვის ცნობილია, როგორც ზონდერ ჯგუფების ხელმძღვანელი. მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა), 144-ე პრიმა მუხლის 2-ე ნაწილი (წამება) და 333-ე მუხლის 3-ე ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) და 109-ე მუხლი (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.
გარდა ამ საქმეებისა, დგებუაძე ასევე ფიგურირებს რეინჯერ დავით ცინდელიანის, თავდაცვის სამინისტროს მზვერავის პაატა ქარდავას და ბათუმელი მზვერავის როინ შავაძის მკვლელობის სქამეში. როგორც შავაძის ადვოკატი როინ პაპიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, 15 აგვისტოს, მკვლეობიდან ერთი დღით ადრე დათა ახალაიას დავალებით ადგილზე ჩასული იყო გია დგებუაძე იგივე „მასტერა“.
მოკლული მზვერავის მეუღლე, ციცინო შავაძე ამბობს, რომ ლიკვიდაცაიის ბრძანება უმაღლესი თანამდებობის პირებისგან იყო გაცემული.
„არის ინფორმაცია, რომ დათა ახალაიას და ვანო მერაბიშვილის ბრძანება იყო. ზემოდან რომ არ ყოფილიყო ბრძანება, არ არსებობს, რომ კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლებს საკუთარი ინიციატივით მოეკლათ. ფაქტია, რომ ვიღაცის დავალებით მოკლეს. აჭარის კუდ-ის უფროსი თემურ პატარიძე იყო შემთხვევის ადგილზე, ხალხმა დაინახა. ამბობენ, რომ ამ მკვლეობაში მერაბიშვილის ბრძანებით მონაწილებდნენ ოლეგ მელნიკოვი, დათა ახალაია, თემურ პატარიძე, გია დგებუაძე იგივე „მაიმუნა“ და კუდ-ის თანამშრომლები, რომლებმაც აღიარეს, რომ ვესროლეთო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ციცინო შავაძემ.
რაც შეეხება დათა ახალაიას, როგორც მთავარი პროკურატურის სამართლებლივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი ჩილინგარაშვილი აცხადებს, ბერძნულმა მხარემ მოითხოვა დამატებითი მტკიცებულება და სწორედ ამ დოკუმენტების მიწოდების შემდეგ განახლდება საექსტრადიციო პროცედურა.
„ბატონი ახალაია კვირაში ერთხელ ცხადდება ათენის პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მისი ექსტრადირების გადაწყვეტილება სავარაუდოდ მიღებული იქნება შემდეგ პროცესზე, რომელიც უნდა ჩატარდეს დაახლოებით ივლისის ბოლოს, აგვისტოს დასაწყისში. ანუ, მას შემდეგ, რაც ჩვენს მიერ დამატებითი დოკუმენტაცია წარედგინება ბერძნულ მხარეს, რომელიც საქართველოსგან გამოითხოვა.
კონკრეტულად რა მასალები გამოითხოვა ბერძნულმა მხარემ? თავის დროზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსი ბერძნულმა მხარემ იმ მოტივით არ გადმოსცა საქართველოს, რომ მის მიმართ წარდგენილი ბალდება ბერძნული კანონმდებლობით იყო ხანდაზმული...
- განხილვის იმ ეტაპზე არ მისულა საქმე სადაც ამ საკითზე იქნებოდა მსჯელობა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცა კატეგორიის დანაშაული იყოს ხანდაზმული, ან შეიძლება არა. ეს დამოკიდებულია ბერძნულ მხარეზე, რომლის მოცემულობას ვერც საქართველო და ვერც საბერძნეთი ვერ შეცვლის. როდესაც ექსტრადიციის საკითხი იხილება, მხედველობაში მიიღება ორივე ქვეყნის ხანდაზმულობის ვადები. ჩვენთან ეს დანაშაულები არ არის ხანდაზმული.
რაც შეეხება იმას დამატებით რა მასალები გამოითხოვეს ბერძნებმა, ეს მიმოწერა არაა საჯარო. არის გარაკვეული სახის დამატებითი დოკუმენტაცია, ვიდრე ეს მოითხოვება ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენციით. ის რაც მოითხოვება ევროპული კონვენციით, ეს მასალები მიწოდებული გვქონდა, თუმცა პროცესზე წარმოიშვა სხვა ახალი გარემოებები, რაღაცა საკითხები სადავო გახადა ბატონმა ახალაიამ და შესაბამისად, ამის გასაქარწყლებლად ბერძნულმა მხარემ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია.
შეგიძლიათ დააკონკრეტოთ რა საკითხები გახადა სადაო ახალაიამ?
- პროცესზე მან განაცხადა, რომ მას ეს დანაშაულები, რომელიშიც ის ბრალდებულია, არ ჩაუდენია და იგი არის პოლიტიკური დევნილი. თუმცა, ამის გასაქარწყლებლად ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია მიწოდებული გვქონდა ბერძნული მხარისთვის, მაგრამ დამატებითი მასალები მოგვთხოვა, რაც ბუნებრივი პროცედურაა. ექსტრადიციის შესახებ ევროპული კონვენცია ითვალისწინებს დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვნის საჭიროებას.
მასალები, რომელიც თქვენ გადაადგზავნეთ საბერძნეთის სასამართლოში, რამდენად არის მყარი და არგუმენტირებული და რამდენად გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ ამ მასალების საფუძველზე მოხდება დათა ახალაიას ექსტრადირება საქართველოში? თუ არის ამ საქმეებს შორის იგივე ნავთლუღის სპეცოპერაციის დეტალები...
- ყველა იმ სისხლის სამართლის საქმის შესახებ არის ინფორმაცია მიწოდებული ბერძნული მხარისთვის, რომელშიც ახალაია არის ბრალდებული. ეს არის ნავთლუღის ეპიზოდი, სანდრო გირგვლიანის ეპიზოდი, აბულაშვილის გატაცებისა და ცემის ეპიზოდი, ასევე მოდულის შენობაში პოლიციელების ცემის ეპიზოდი. ყველა ამ საქმის ბრალდების ამსახველი დოკუმენტაცია მიწოდებული აქვს ბერძნულ მხარს. ექსტრადიციის შუამდგომლობაც არის დასაბუთებული, მსგავსი სახის დოკუმეტაციას არა თუ ჩვენ, არამედ ევროპის ქვეყნებიც არ აგზავნიან. ეს არის საკმაოდ სრულყოფილი საქმე, დეტალებში არის ყველა ის ბრალდება, რაშიც დათა ახაალიას ბრალი ედება.