ლინდსი ლოჰანს თავს კვლავ დაესხნენ

ლინდსი ლოჰანს თავს კვლავ დაესხნენ

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ლინდსი ლოჰანი კვლავ უსიამოვნებას გადაეყარა და ეს ისევ ღამის კლუბში მოხდა.

ამჯერად ვარსკვლავს არ მოუწევს თავის მართლება, რადგან  მსხვერპლი თავად არის.

ამერიკული ყვითელი პრესის ცნობით, ლოჰანი მამასთან, მაიკლთან ერთად ქალაქ ლოს-ანჯელესის ერთ-ერთ კლუბს ეწვია. სტუმრებს ალკოჰოლი არ შეუკვეთიათ, თუმცა, ამან მამა-შვილი სკანდალს ვერ აარიდა.

ვარსკვლავმა, გაიგო რა, რომ მეზობელ მაგიდასთან ლინდსისა და მისი მამის მისამართით არასასიამოვნო კომენტარი გაკეთდა, ყვირილით წამოხტა და „მოწინააღმდეგე მხარე“ თავად გამოლანძღა. მსახიობს ამის პასუხად უცნობმა ქალმა სახეში მარტინი შეასხა.

დაპირისპირებული მეტოქეები თავდაპირველად კლუბის მომსახურე პერსონალმა დააშოშმინა. მოგვიანებით საქმეში პოლიცია ჩაერია და ჭირვეული მსახიობი სახლში გაუშვა.