ჯანსაღი ცხოვრების ათი აუცილებელი მცნება

ჯანსაღი ცხოვრების ათი აუცილებელი მცნება

1. უპირატესობა მიეცით ცილებიან საკვებს, რადგან ის სიცოცხლის წყარო, უჯრედებისა და ქსოვილების აღმდგენი, ორგანული პროცესების რეგენერატორია.

2. ერიდეთ ნახშირწყლებსა და ცხიმებს, რამეთუ ისინი ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, გართმევს ენერგიას ადა სიცოცხლისუნარიანობას.

3. აღკვეთეთ ალკოჰოლიანი სასმელების დიდი რაოდენობით მიღება და თამბაქოს უზომო წევა.

4. აქტიურად მისდიეთ სპორტის იმ სახეობას, რომელსაც აირჩევთ. ნუ გამოტოვებთ კვირის ნურც ერთ დღეს ფიზიკური აქტივობის გარეშე.

5. ივარჯიშეთ და გაიძლიერეთ ფილტვები, რათა განიწმინდოს სისხლი ბუნების ელექსირით - ჟანგბადით.

6. დაიმორჩილეთ და დაამარცხეთ ნერვულობა, სხეულისა და გონების უმთავრესი და უპირველესი მტერი.

7. წელიწადში ორჯერ მიიღეთ რჩევა თქვენი თერაპევტისა და სტომატოლოგისაგან, ყურად იღეთ იგი.

8. მიიღეთ ვიტამინები საკვების ან აბების სახით, რამეთუ ის სიცოცხლის ნაპერწკალია.

9. მიეცით საშუალება თქვენს სხეულს ძილის დროს ისე დაისვენოს, რომ ბუნებამ შეძლოს დღის განმავლობაში მიღებული სტრესებისა და დაძაბულობის მოხსნა.

10. ყოველგვარი საქმიანობისას, სმა-ჭამა იქნება ეს თუ გართობა, ზომიერებას ნუ გადახვალთ.