დასკვნითი პანელი „ალიანსის გაძლიერება 2014 წლის ნატოს სამიტზე“ (video)

დასკვნითი პანელი „ალიანსის გაძლიერება 2014 წლის ნატოს სამიტზე“ (video)

კონფერენციის დასასრულს დასკვნითი პანელი ნატოს დაგეგმილ სამიტსა და ალიანსის სამომავლო გეგმებს შეეხო. დისკუსიის ფარგლებში მონაწილეებმა ნატოს წინაშე მდგარი გამოწვევები განიხილეს და მათზე რეაგირების გზებზე იმსჯელეს. პანელზე მსოფლიოში არსებული რეალობის გათვალისწინებით, ნატოს სამიტის წინ, ალიანსის მხრიდან პოლიტიკის გადახედვის საჭიროებაზე ისაუბრეს.

დისკუსიაში აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონდ უილსონი, ესტონეთისა და რუმინეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელები ნატოში ლაური ლეპიკი და სტელიან სტოიანი, ასევე, გერმანიის მარშალის ფონდის ექსპერტი დანიელ ტვინინგი მონაწილეობდნენ. 

პანელის მოდერატორი აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის საერთაშორისო უსაფრთხოების საქმეთა კოლეჯის წარმომადგენელი გრიგოლ მგალობლიშვილი იყო.