შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა დაბა ჩოხატურში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში მომხარი ქიმიური ინციდენტი აღმოფხვრეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამორიგეოში შევიდა შეტყობინება, რომ ჩოხატაურის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ეზოში, სავარაუდოდ რადიაციული გაჟონვა მოხდა. სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფი გავიდა შემთხვევის ადგილზე. სამაშველო ჯგუფების მისვლამდე პერიმეტრი შემოსაზღვრეს საპატრულო პოლიციის დეპატრამენტის პატრულ-ინსპექტორებმა. გურიის სამხარეო მთვარი სამმართველოს ჩოხატაურის სამმართველოს თანამშრომლებმა ინციდენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოახდინეს.

ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთოების საჭირო ზომები მიიღეს, სახიფათო ზონები შეამოწმეს და ვითრება შეაფასეს. შსს-ს მაშველებმა საცხოვრებელი სახლის ეზოში აღმოაჩინეს ლითონის 3 ბალონი. მათ მიერ ქიმიური და რადიაციული საშიშროების საანალიზო სპეციალური დეტექტორების და ხელსაწყოების საშუალებით ჩატარებული დაზვერვითი სამუშოების შედეგად რადიაციული საფრთხე არ აღმოჩნდა. პირველადი ანალიზით დადგინდა, რომ ლითონის ბალონებში იყო ქლორი ან ქლორის შემცველი ნივთიერება, რომელმაც გაჟონა და გამოიწვია მოქალაქეების მსუბუქი ტოქსიკაცია. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების ჯგუფებმა ინდიცენდის ლიკვიდაცია სრულად განახორციელეს. ბალონები შესაბამისი წესების დაცვით გადაიტანეს უსაფრთხო ადგილას, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ზედამხედველობით დაიგეგმა მათი შემდგომი გაუვნებელყოფა და სრული უტილიზაცია.