გიორგი შავგულიძე და სომხური ბოლოკი

გიორგი შავგულიძე და სომხური ბოლოკი

მარჯანიშვილის თეატრი ერევანშია გასტროლებზე.

გიორგი შავგულიძემ და ვახტანგ ნინუამ საგანგებოდ იყიდეს სომხური გრძელი ბოლოკი. სცენაზე ვერიკო ანჯაფარიძე ტრაგიკულ ქალს თამაშობს და კულისებშიც ასეთივე ტრაგიკული შედის.

შავგულიძემ გაიხსნა შარვალი, ჩაიდო ეს გრძელი ბოლოკი და თავი გარეთ გამოაყოფინა. დგას კულისებში და ქ-ნი ვერიკოს სახეს ელოდება. ვერიკომ ერთი შეათვალიერა თურმე და ეუბნება: - შეიკარი შარვალი, რომ გადმოგიგდია ეგ საოხრეო.

იქვე დგას ნინუა: - რა საოხრე ქ-ნო ვერიკო შესანიშნავი ბოლოკია, ეცა ბოლოკს და მოაგლიჯა.

- თქვე მამაძაღლებო, ჭკუა როდის უნდა ისწავლოთო! გასცინებია ქალბატონ ვერიკოსაც.