მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთო მიქაძე ერთ სახალისო შემთხვევას ხშირად იხსენებს:
„მობილური ტელეფონები ახალი შემოსულია და, რა თქმა უნდა, მეც შევიძინე და ამირან ბუაძემაც (ყველაზე სწრაფი რომაა საქართველოში).
შევხვდი ერთ „პახმელია“ დილით თეატრის ეზოში და ჩვენ შორის ასეთი დიალოგი გაიმართა:
- ბიჯო, ამირან, სად იყავი გუშინ? საქეიფოდ ვიყავი და ვერაფრით შენს ნომერზე ვერ დავრეკე, გათიშული გაქვს ტელეფონი?
- არა.
- აბა, რა მოხდა?
- მოიცა, შენ არაფერი იცი? – მომიბრუნა კითხვა.
- რა იყო, სიდედრი ხომ არ მოგიკვდა? – შემეშინდა მე.
- სიდედრის სიკვდილი ასე ადვილად არ ხდება. ვის აქვს მაგის ბედი!
- აბა, რა მოხდა?
- კაცო, გავიგე, რომ მობილური ტელეფონი თურმე სისხლს ათეთრებს, კიბოს აჩენს და კაცობას აკარგვინებს კაცებსო, არ გაიგია შენ მაგი?
- მერე, გაყიდე?
- რატომ უნდა გამეყიდა, ჩემს ბიჭს ვაჩუქე, რა ხანია, მეხვეწება!“