რომელი ვიტამინების ჭარბი დოზა გვიქმნის საფრთხეს

რომელი ვიტამინების ჭარბი დოზა გვიქმნის საფრთხეს

ვიტამინების კომპლექსების ხანგრძლივმა და უკონტროლოდ გამოყენებამ, შეიძლება, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს თქვენს ჯანმრთელობას.

იმ მწეველ ადამიანებს, რომლებიც ხანგრძლივად იღებენ ბეტაკაროტინს, გაცილებით ხშირად ემართებათ ფილტვის კიბო. ფოლის მჟავის სიჭარბე კანის გაღიზიანებას იწვევს. E ვიტამინის ჭარბი მიღება კი არტერიულ წნევას მაღლა სწევს. რაც შეეხება C ვიტამინს, მისი ხანგრძლივი მიღება ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, იწვევს აღგზნებას, მოუსვენრობას, უძილობას, თრგუნავს კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციას, ზრდის შარდში შაქრის რაოდენობას. ეს კი თირკმელებზე უარყოფითად მოქმედებს და სისხლის შედედებასაც იწვევს. ამ ვიტამინის სიჭარბე ორგანიზმიდან B ჯგუფის ვიტამინების დიდი რაოდენობით დაკარგვას იწვევს.

კვლევით უკვე დადგინდა, რომ ასკორბინის მჟავა სისხლში B1 ვიტამინის კონცენტრაციას ზრდის, A ვიტამინისას კი - ამცირებს. დიდი რაოდენობით B1 ვიტამინის მიღება ორგანიზმიდან B2 ვიტამინს გამოდევნის. A ვიტამინის ჰიპერდოზებით მიღება კი ორგანიზმში D ჰიპოვიტამინოზის სიმპტომებს ერთიორად აძლიერებს.

ნევროზით დაავადებული ადამიანების ორგანიზმში B1 და B6 ვიტამინები მუდმივ ურთიერთქმედებაშია. არაგეგმაზომიერად და უკონტროლოდ მიღებამ შესაძლოა, ავადმყოფს მდგომარეობა საგრძნობლად დაუმძიმოს და სავალალო შედეგამდეც კი მიიყვანოს.