შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-მ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ორი პირი დააკავა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული პაატა გ. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ხოლო 1990 წელს დაბადებული თეიმურაზ ა. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ პაატა გ-მ სოფელ კიკეთში, გვიან ღამით, ურთიერთშელაპარაკებისას, 1990 წელს დაბადებულ ნიკოლოზ ნ-ს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სტაციონარში გადაიყვანა. მისი ჯანრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა. პაატა გ. თანმხლებ თეიმურაზ ა-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თეიმურაზ ა. მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე დააკავეს, ხოლო პაატა გ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში პოლიციაში ნებაყოფლობით გამოცხადდა.

გამოძიება პაატა გ-ს მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით), ხოლო თეიმურაზ ა-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით).