ელტონ ჯონი შეყვარებულია... ქალზე

ელტონ ჯონი შეყვარებულია... ქალზე

მრავალი თაობის კუმირი, ელტონ ჯონი, რომელიც ლედი გაგას დიდი თაყვანისმცემელია, მოუთმენლად ელის „დეიდა გაგას“ ყოველი ახალი ალბომის გამოსვლას.

ცოტა ხნის წინ ბატონმა ელტონმა საჯაროდ განაცხადა, რომ ლედი გაგას ის თავის ღვიძლ შვილად მიიჩნევს. ელტონ ჯონის თქმით, მათ ძალიან ბევრი რამ აქვთ საერთო, როგორც იტყვიან, ერთი ცომისგან არიან მოზელილი.

„ყველაფერი მომწონს, რასაც ის აკეთებს. მისით აღფრთოვანებული ვარ”, - ამბობს მომღერალი და არ მალავს, რომ ლედი გაგაზე პირდაპირ შეყვარებულია, ოღონდ ეს სიყვარული მშობლიურ ჩარჩოებს არ სცილდება.

ელტონ ჯონი ლედი გაგასთან რამდენიმე სიმღერის ჩაწერაზე ოცნებობს, მაგრამ შიშობს, რომ ამ ოცნების განხორციელება შესაძლოა ძნელი აღმოჩნდეს.

მუსიკოსი ამ შიშს იმით ხსნის, რომ ორივე ძალიან დაკავებულია და მათი შეხვედრა შეიძლება ვერც ვერასოდეს შედგეს.