უძველესი რომისა და საბერძნეთის ისტორიაში არსებობდა რამდენიმე უცნაური პროფესია, რომლებიც დღეისათვის აღარ არსებობენ.
ურინატორი
ურინატორების დავალება იყო 30 მეტრ სიღრმეზე ჩაეყვინთათ, ყველაზე ხშირად სამშენებლო კონსტრუქციების დადგმა-გამართვის მიზნით. მყვინთავს ჰქონდა ზარის ფორმის ქუდი საჰაეროთი და სიმძიმე ქვემოთ ფეხებზე. საბაგირო აკავშირებდა მას ზედაპირთან. ეს სამუშაო იყო ძალიან დაფასებული და მაღალანაზღაურებადი.
გიმნაზიარქი
ძვ. საბერძნეთში სპორტის ათლეტური სახეობები პატივში იყო. გიმნაზიარქი რომ გამხდარიყავი, ამისათვის საჭირო იყო 30-დან 60-წლამდე მამაკაცი ყოფილიყავი, და საზოგადოებაში პატივსაცემი სტატუსი გქონოდა. გიმნაზიარქები 1 წლის ვადით ირჩეოდა და მათი მთავარი დავალება ახალგაზრდა ადამიანების აღზრდა და განათლება, ასევე შეჯიბრებების ჩატარების ორგანიზება იყო. იმისათვის, რომ ათლეტები პრეზენტაბელურად გამოიყურებოდნენ, გიმნაზიარქი მათ სხეულებს ასუფთავებდა და სპეციალურ ზეთებს უსვამდა. ამ პროფესიის უპირატესობა გახლდათ ის, რომ ისინი პატივსაცემ ადამიანებად მიიჩნევდნენ. ამასთან მათ ქონდათ ჯოხის ტარების უფლება, რომლითაც წესრიგის დამრღველებს ჭკუას ასწავლიდნენ.
წყევლის ფირფიტების შემქმნელი
ეს სამუშაო გონებრივია, მაგრამ არანაკლებ რთული. თუ ვინმესთვის სისაძაგლეს მოისურვებდით, ფირფიტას შუკვეთავდით და ტაძარში მიგქონდათ. მიიჩნეოდა, რომ ღვთაებას შეეძლო წაეკითხა და შეესრულებინა, რაც იქ ეწერა. უბედური მჯღაბნელი ნახევარი დღე ისმენდა სტუმართა საჩივრებს, ნახევარიც უსაშინლეს წყევლებს. რამდენიმე ასეთმა ფირფიტამ ჩვენს დრომდეც მოაღწია.
დაკრძალვის მასხარა
დაკრძალვის მასხარას იმისთვის უხდიდნენ, რომ იგი გადაცმული იყო მიცვალებულივით, მხიარულობდა, ცეკვავდა და ხუმრობდა. რომაელებს სჯეროდათ, რომ ეს ბოროტ ძალებს უკუაგდებდა და გარდაცვლილის სიკვდილის შემდეგ ცხოვრებას სიხარულით უზრუნველყოფდა. დასაფლავების დროს ეს ჯამბაზი სხეულის გარშემო დარბოდა, ხუმრობდა და მიცვალებულის მანერებით იმანჭებოდა. ზოგიერთი ასეთი მასხარა პატივშიც კი იყო. ისინი ცნობილი ხალხისა და იმპერატორების დასაფლავების განუყოფელი ნაწილი იყვნენ.
წყლის ორღანის ორღანისტი
წყლის ორღანი მუშაობდა იმავე პრინციპით, რას სასულე, უბრალოდ ჰაერის ნაცვლად გამოიყენებოდა წყალი. ანტიკურ ხანაში იგი საკმაოდ გავრცელებული ინსტრუმენტი იყო და მუსიკოსები, რომლებიც მათზე დაკვრას ფლობდნენ, ძალიან პოპულარულები იყვნენ. ორღანისტს შეეძლო მუსიკოსის ხანგრძლივი კარიერის შექმნაზე ეფიქრა. მას იწვევდნენ დღესასწაულებებსა და ღონისძიებებზე. ცნობილია, რომ წყლის ორღანზე დაკვრის ხელოვნებას თვით იმპერატორი ნერონიც ფლობდა.