შს მინისტრის კომენტარი  საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობის გახსნაზე

შს მინისტრის კომენტარი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის შენობის გახსნაზე

„ ერთ-ერთი პრიორიტეტი ჩემთვის იყო  სასაზღვრო პოლიცია, სანაპირო დაცვა. მის განვითარებას ძალიან  ვუწყობთ ხელს. რა თქმა უნდა,  რესურსი სჭირდება. რესურსი  ჩვენი სახსრებიდან ფინანსდება ნაწილი,  ამ შემთხვევაში სანაპირო დაცვისთვის  ამერიკული მხარე ძალიან დაგვეხმარა. მათი თანადგომით, მათი დაფინანსებით მოხდა ამ ინფრასტრუქტურის განვითარება , აშენება, რაც შეუწყობს ხელს  ჩვენი სანაპირო ხაზის დაცვას და ეფექტურ მუშაობას.

 ასევე , ეს შენობა განკუთვნილი იქნება კრიზისული სიტუაციების დროს მუშაობისთვის.  აქ შეიკრიბება რამდენიმე უწყების წარმომადგენელი და  უფრო მარტივად გადაწყდება სხვადასხვა  საკითხები , რაც  ხელს შეუწყბს მრავალი პრობლემის მოგვარებას, რაც შეეხება სასაზღვრო ნაპირს.“