რას გვაძლევს ცეკვა

რას გვაძლევს ცეკვა

ოდესღაც ცეკვა ეროტიკად ითვლებოდა, დღეს ტანვარჯიში გახდა.

რას გვაძლევს ცეკვა? ზღვა სიამოვნებას, თავდაჯერებას, ენერგიის მუხტს, შესანიშნავ განწყობას, სიცოცხლის სურვილს, მოძრაობის სიმსუბუქეს, ლამაზ ტანდეგობას, ამტანობას, ჭარბი წონისგან გათავისუფლებას, შესანიშნავ თვითშეგრძნებას.

ლათინოამერიკული ცეცხლოვანი და დინამიკური ცეკვები (სამბა, რუმბა, სალსა) დიდი რაოდენობით კალორიებს წვავს, ცხოვრებისეულ პრობლემებს გვავიწყებს და განწყობას ამაღლებს.

ეთნიკური ცეკვებიდან (არაბული, ფლამენგო, ირლანდიური და სხვა) ყველაზე გავრცელებულია არაბული ანუ მუცლის ცეკვა - ამქვეყნად ერთ-ერთი ყველაზე ეროტიკული და მშვენიერი. მუცლის ცეკვის დახმარებით შეგიძლიათ დიეტების დაცვის გარეშე გახდეთ, მოკლედ, სხეულის ჰარმონიზაციას მიაღწიოთ. ამ ცეკვას ქალის ჯანმრთელობისთვის შეუფასებელი სარგებლობა მოაქვს.  

ცეკვა შესანიშნავი საშუალებაა დეპრესიისგან გასათავისუფლებლად. მეცნიერებმა გამოავლინეს, რომ ცეკვის დროს გამომუშავდება ბედნიერების ჰორმონები - ენდორფინები. ამის წყალობით გულის მუშაობა ნორმალური ხდება, სისხლის მიმოქცევა უმჯობესდება და შესაბამისად განწყობა მაღლდება.