პოპ მომღერალმა – ბრიტნი სპირსმა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ფოტოსესიაში ჟურნალ Out-სთვის, გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის თავისი სხეულის ყველაზე ინტიმური ადგილი - ტატუ ბიკინის ზონაში ეჩვენებინა. იმისათვის, რომ ტატუირებული ადგილები კარგად გამოჩენილიყო, მომღერალმა სამოსად მხოლოდ კომბიდრესი იკმარა.
როგორც წესი, ბრიტნი თავის ტატუირებულ ადგილებს ყოველთვის მალავდა, მაგრამ ახლა უკვე ყველამ შეიტყო, რომ ვარსკვლავს თეძოებს ჯვარი და ვარსკვლავი უმშვენებს. ჟურნალისტებთან ინტერვიუში ბრიტნი სპირსმა თავისი ცხოვრების უცნობ დეტალებზეც ისაუბრა, მაგალითად, იმაზე, რომ სექსის შესახებ 12 წლის ასაკში დედისგან შეიტყო და ამ ინფორმაციამ მასში ზიზღი გამოიწვია.
გარდა ამისა, მომღერალი გამოტყდა, რომ აეროფობიით იტანჯება, სამაგიეროდ, ძალიან უყვარს მოგზაურობა ბავშვებთან ერთად და კრისტინა აგილერასა და ლედი გაგას მოსმენა. რაც შეეხება პლასტიკურ ქირურგიას, მომღერლის თქმით, მისთვის არასოდეს მიუმართავს და, იმედი აქვს, არც არასოდეს დასჭირდება.
atb.ge