ზაფხულის პერიოდი დასვენებისათვის იდეალური დროა. კარგია, თუ შრომისმოყვარე ხართ, მაგრამ ამის გამო დასვენებაზე უარი არ თქვათ. ქვემოთ მოცემული ოთხი რჩევა დაგეხმარებათ, რომ ორგანიზმს ენერგიისა და ძალის მომარაგება–აღდგენაში დაეხმაროთ:
1. დიდ შრომისმოყვარეობას კარგი არაფერი მოაქვს. პირველ რიგში, იმიტომ, რომ დასვენებისა და განტვირთვის გარეშე ორგანიზმში დიდი რაოდენობით გროვდება მავნე ტოქსინები, რომლებიც ბევრი დაავადების პროვოცირებას ახდენს. ტვინის არაეფექტური მუშაობა ადამიანს აიძულებს, დაიძაბოს, მუდმივად იმაზე მეტი აკეთოს, ვიდრე მის შესაძლებლობებში შედის და ეს იმიტომ, რომ საუკეთესო მუშაკი იყოს. თუ სწორედ ასეთი რეჟიმით და პრინციპებით ცხოვრობთ, მაშინ დროა, სერიოზული ცვლილებები შეიტანოთ და შრომისა და დასვენების რეჟიმი გონივრულად დაგეგმოთ.
2. ექიმები თვლიან, რომ დასაძინებლად ყველაზე სასურველი დრო საღამოს 10–11 საათია, ხოლო დილით ასადგომად - 5–6 საათი. თუ მუდმივად გამოუძინებლობის პრობლემა გაწუხებთ, ამისათვის იდეალურია ადრე დაძინება და ადრე გაღვიძება.
3. ცხოვრებაში მრვალფეროვნება აუცილებელია. ეს სამსახურსაც ეხება. მუდმივად ეცადეთ, რაც უნდა საინტერესო საქმით იყოთ დაკავებული, მცირე ხნით მაინც გამონახოთ დასვენებისთვის დრო. გონებრივი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში უმჯობესია, განტვირთვისა და დასვენებისათვის გამოყოფილი წუთები ფიზიკური დატვირთვისთვის გამოიყენოთ.
4. თუ აშკარად გრძნობთ, რომ ძალა და ენერგია გამოგეცალათ, ნუ ეცდებით მის აღდგენას უზარმაზარი დოზის კოფეინით, ეს გამოსავალი ნამდვილად არ არის. ჯობია, სხეული მოადუნოთ და მშვიდად, რიტმულად ისუნთქოთ. ასეთი 10–20 წუთიანი დასვენება იმდენად ეფექტურია, რომ თავადაც გაგიკვირდებათ.