სამაჩაბლოს დედაქალაქ ცხინვალში, რომელსაც ამჟამად სეპარატისტები აკონტროლებენ, ცოტა არ იყოს უცნაური ინციდენტი მოხდა და ამ ინციდენტს, ცხინვალის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დალუქვა მოჰყვა. დალუქვის მიზეზი, ოსი საბჭოთა მხატვრის, მახარბეკ ტუგანოვის ტილოს - “13 კომუნარის“ გაქრობა გახდა. სეპარატისტებმა ტილოს გაქრობის შესახებ 19 წელია იციან, თუმცა მუზეუმი ამის გამო მხოლოდ დღეს დალუქეს.
ე. წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ტილო “13 კომუნარი“ 1992 წლის შემდეგ არავის უნახავს და მუზეუმის დღეს ამიტომაც დალუქეს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული “შედევრი“ ბოლოს 1992-1993 წლებში ნახეს. მუზეუმის დირექტორის – ვლადიმერ ხამიკაევის თქმით, 2005 წელს, როდესაც იგი მუზეუმში სამუშაოდ მივიდა მას ტილო არ უნახავს და იგი მაშინაც დაკარგული იყო. “სად არის დღეს ტილო, არავინ იცის, წარუმატებელი აღმოჩნდა მისი პოვნის ყველა მცდელობა“, – აცხადებს დირექტორი.
მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ტუგანოვის ტილო - “13 კომუნარი“ დიდი ზომის იყო და რომ ტილო 1992-1993 წწ მუზეუმში ინახებოდა, დადასტურებული ფაქტია“.