აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად!

აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად!

როცა გალაკტიონი აკადემიკოსად წარადგინეს, ამ საკითხს მწერალთა კავშირის პრეზიდიუმი არჩევდა.

ერთ-ერთი მწერალი ამის წინააღმდეგი გამოვიდა და განაცხადა: შეგვარცხვენს, ღვინო უყვარს, სულ მთვრალი დაიარებაო.

გალაკტიონმა მშვიდად ჰკითხა: - შენ, ძამია, ღვინო არ გიყვარს? - არა! - ამაყად წარმოთქვა მოწინააღმდეგემ. - არც მთვრალი ყოფილხარ ოდესმე? - არა, არასოდეს! - კვლავ მედიდურად განაცხადა მანვე.

- ამხანაგებო, მაშ აირჩიეთ ეს კაცი აკადემიკოსად! - შეუძახა გალაკტიონმა.