რატომ დააჯარიმეს ვასო გოძიაშვილი

რატომ დააჯარიმეს ვასო გოძიაშვილი

ერთხელ ქართული თეატრის ლეგენდა ვასო გოძიაშვილი ერეკლე მეფის როლს თამაშობდა.

სპექტაკლში იყო ასეთი სცენა: ერეკლე ამბობს: „ღმერთმა ხომ იცის, რომ...“ ამ დროს მაღლა იყურება და ხელებს ცისკენ აღაპყრობს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, იცოდა ჟორა შავგულიძემ, რომელიც სპექტაკლში საიათნოვას როლს ასრულებდა, მაგრამ იმ პერიოდში თავისუფალი კულისებში იდგა. სცენის თავზე, მემანქანეებთან, ჩაიხადა შარვალი და ზედ ვასოს თავზე ჩაიცუცქა.

„ღმერთმა ხომ იცის“, - დაიწყო ვასომ, მაღლა აიხედა და დაიწყო, რაც უნდა ეთქვა. - ვა, ტრაკი? - გაოცებულმა პაატა ბატონიშვილმა მაღლა აიხედა და... - კი, ტრაკი, ეს ვისია?

დარბაზში ყველა სიცილთ იხოცებოდა, ყურთასმენა აღარ იყო. მსახიობები კი შავგულიძის ხუმრობის წყალობით საკმაოდ დააჯარიმეს.