პრემიები „ზეგანაკვეთური“ შრომისთვის

პრემიები „ზეგანაკვეთური“ შრომისთვის

გასული წლის დეკემბერში დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი 10 თვის განმავლობაში 18 684 ლარის პრემიის მიღებას ზეგანაკვეთური შრომით ხსნიდა.

ამჯერად პრემიები საკრებულოს 215 თანამშრომელს ჩაერიცხა, პრემიისთვის გამოყოფილი თანხის საერთო რაოდენობა 616 726 ლარია.

საკრებულოში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი კახა ბროკიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ პირადად მას საკრებულოში მუშაობისას პრემია არ აუღია და სოლიდური პრემიების მიღებას არ ამართლებს.

- ჩემს გარდა კიდევ 15-20 დეპუტატს არ აუღია პრემია. პრემიები გაიცემა მხოლოდ თანამდებობის პირებზე, თანამდებობები კი საკრებულოში უმრავლესობას უჭირავს და მათ ბიუროზე მიიღეს გადაწყვეტილება, მიეღოთ პრემიები. ამის შესახებ პირადად ჩემთვის მედიის მეშვეობით გახდა ცნობილი, რომ ამხელა მოცულობის პრემიები დარიგდა. მთელი ჩემი საკრებულოში მოღვაწეობის განმავლობაში არცერთი ლარი არ მაქვს პრემიის სახით მიღებული.

მართალია, ყველაზე დიდი ოდენობის პრემია, 8496 ლარი ოდენობით, საკრებულოს თავმჯდომარემ - ირაკლი შიხიაშვილმა აიღო, მაგრამ ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია და მასშიოცნებისდეპუტატების გარდა, არიანნაციონალებიც“-  თეიმურაზ გრიგალაშვილი, მამუკა ახვლედიანი, კოკი იონათამიშვილი, თამაზ შოშიაშვილი, გიორგი ჩაჩანიძე, ზაალ სამადაშვილი... რით ახსნით მათზე 6240 ლარი ოდენობით პრემიები გადანაწილებას?

- ასეთ შეჭირვებულ ქვეყანაში ამ ტიპის პრემიების აღება არ შეიძლებოდა. მესმის, ვთქვათ, 100%-იანი პრემია აეღოთ, მართლა რა ამბავია ეს 300% და მერე მოგონილი ამბები, რომ ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ურიცხავენ?! რა საჭიროა იმ არასამთავრობო ფონდში თანხის გადარიცხვა, აიღონ და პირდაპირ იმ ბავშვებს მისცენ ის ფული.

ფიქრობთ, რომ ამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს?

- თუკი რაღაც ეჭვს იწვევს, გამოძიება უნდა ჩატარდეს. მე ვიყავი და ვარ საკრებულოს დეპუტატი, ჯერ ახალი საკრებულო არ შემდგარა და კვლავაც ვრჩები დეპუტატად. ამ დროს მედიის მეშვეობით გავიგე, რომ მათ ამხელა თანხები მიიღეს. შემდეგ იწყება განცხადებების კეთება - ქველმოქმედების მიზნითო. არ იყო საჭირო ამ ფონდით აპელირება. ჩემში ამ ტიპის ფონდები ეჭვს იწვევს. თუმცა კონკრეტულად რამის თქმა არ შემიძლია.

კითხვებს აჩენს ის ფაქტიც, რომ არ აპირებდნენ ამ ფაქტის განსაჯაროებას. რატომ არ ისურვეს ამის განსაჯაროება, მაშინ, როცა ისინი საჯარო მოხელეები არიან და ტერმინისაჯარო მოხელეცამას მიუთითებს. გარდა ამისა, ნებისმიერი ქველმოქმედებისას ტელეკამერებს არ იკლებენ.

- თავისთავად, როცა კერძო ბიზნესზეა ლაპარკი, კერძო ბიზნესი სულაც არ არის ვალდებული, საჯარო გახადოს ინფორმაცია. თუმცა განვითარებულ სამყაროში უკვე ისეთი ტენდენციები წამოვიდა, რომ ამ მიმართულებითაც საჯარო ხდება თანხების მოძრაობა. რაც შეეხება საჯარო სამსახურს, ბიუჯეტის ფულს, რომელიც პირდაპირ არის შეკრებილი და თავმოყრილი ჩვენი ბიუჯეტის გადამხდელთა მიერ, ნებისმიერი კაპიკი ექვემდებარება განსაჯაროებას და ნათქვამს, რომ ამას არ ვაპირებდით, პოლიტიკური თვითმკვლელობის ფასი აქვს.

ის, რომ ნაციონალებმა აიღეს პრემიები, ამაზე თქვენ რა რეაქცია გქონდათ?

- ჩემი საჯარო განცხადება ზუსტად ამას გულისხმობდა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატი იქნება, „ნაციონალი“ თუ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, მკაცრად ვემიჯნებით იმ პროცესს, რაც ხდება თუნდაც იმავე ფედერალურ ხელისუფლებასთან მიმართებით.

გვახსოვს გიგი უგულავას მისამართით გაკეთებული განცხადებები - „ზოგიერთი ვაჟბატონი 50 მილიონობით ლარს არამიზნობრივად ფლანგავს, ისიც გვახსოვს, რომ ლამის სამგზის გადაიდო საკრებულოში ბიუჯეტის დამტკიცება იმ მოტივით, რომ არ შეიძლებოდა თანხებით ჟონგლიორობა და ბიუჯეტი არის ის, რითიც უნდა იცხოვროს ქალაქმა და არა-  „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

- ის, რომ სამი თვის განმავლობაში ბიუჯეტის მიღება არ ხდებოდა მოტივით, მერიამ არ გაფლანგოს და არ შეჭამოს ფულიო, ეს იგივეა, ჩემს შვილს ხომ ვერ მოვჭრი კუდს, ჩემთვის კი მინდა ეს ფული, სხვისთვის არაო. მაგალითისთვის, ავიღოთ პატარა შედარება, გიგი უგულავას სასამართლო ედავება, რომ 48 მილიონი არასწორად განკარგა. არავინ დავობს, რომ ეს ხელფასების სახითაა გაცემული, უბრალოდ, კანონი ედავება, რომ არასწორად იყო ეს თანხა დახარჯული და არა ის, რომ გიგი უგულავამ ეს ფული სახლში წაიღო. ამ დროს 135 მილიონი ჩვენმა პოლიტიკურმა ისტებლიშმენტმა, მინისტრებმა გასულ წელს წაიღეს სახლში. ამ ფორმით პრემიების მიღება დაუშვებელია. სამართლებრივად, აქ დავა არ არსებობს, კანონით, ამის უფლება აქვთ, უბრალოდ, პოლიტიკურად არის ეს მიუღებელი.

მაგრამ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე არ გაკეთებულა და კოლეგიალურმა ორგანომ- ბიურომ გადაწყვიტა. ნუთუ არ იყო ბიუროში ერთი პირი მაინც, რომელიც მოსახლეობის მწირი ხელფასებისა და პენსიების ფონზე ასეთ ფუფუნებას არ დაუშვებდა?

- ეს სწორედ ჩვენი გუნდისთვის იყო მიუღებელი, რადგან „ქართულ ოცნებას“ იმას ვედავებით, რომ 135 მილიონი ამ გაჭირვებულ პირობებში აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პრემიების სახით აიღო. როცა ამაში ედავები, ამ დროს, ანალოგიურის შესაძლებლობა რომ გეძლევა, არ უნდა იღებდე პრემიებს და ამაზე უარს უნდა ამბობდე, საჯაროდ უნდა ყვიროდე, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება.

ცალმხრივად რომ არ გამოგივიდეთ, თავის დროზეც პრემიების მხრივნაციონალებიცარ აკლებდნენ. სწორედ ნაციონალების დროს იყო დაინტერესება წილებით, ბიზნესის ლობირებით და სხვა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ, ნაციონალების პერიოდში საკრებულოში პრემიების საკითხი როგორ იყო მოგვარებული?

- ნაციონალების პერიოდს რაც შეეხება, ეს უკვე თეზად იქცა, რომ ის, რაც ცუდი ჰქონდათ ნაცებს, ამათ გააგრძელეს და გააღრმავეს, მაგრამ რაც კარგი ჰქონდათ, ამ მხრივ არაფერი გადაიღეს.

მაინც რა დენობის პრემი გაიცემოდა ნაცმოძრაობის დროს?

- ასეთი პრემიები არ ყოფილა. მე რომ შევედი საკრებულოში, უმრავლესობა ჯერ კიდევ „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა, მათ ერთი ხმით მეტი უპირატესობა ჰქონდათ და ის ერთი ხმაც ჩემი იყო. ამ ტიპის პრემიები არავის გაუცია.

რამდენი იყო, აღარ გახსოვთ?

- ამდენი არ ყოფილა, ხელფასს იქით პრემიები არ ყოფილა. იყო დანამატი, რადგან კომისიის წევრი იყავი, ან კომისიის თავმჯდომარე, 100, 200 და 300%-იანი პრემიები არ ყოფილა. ეს შეიძლება გამოითხოვთ, როგორც საჯარო ინფორმაცია.

საინტერესოა, ამჟამად რა ოდენობის ხელფასები აქვთ საკრებულოს უმაღლესი თანამდებობის პირებს, რომ არ ჰყოფნით და ამის საპირწონედ საჭირო გახდა დამატებითი პრემიის მიღება?

- საკმაოდ მაღალ ანაზღაურებადნი არიან. პრემიების გარდა, რამდენიმე ათასი ლარია სახელფასო დანამატი, კომისიის თავმჯდომარეობის და სხვა ტიპის ანაზღაურებას ჩვეულებრივ 3 ათას ლარამდე ყოველთვე იღებენ. საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილეები, სპიკერატი მთლიანად საკმაოდ ანაზღაურებადნი არიან, მომსახურების კარგი სერვისი აქვთ, ავტომანქანების, საწვავის, მობილურის ხარჯები და სხვა. ალბათ, გახსოვთ თბილისის ცეკა-ტეკა. ისინი სწორედ თბილისის ტეკას მდგომარეობაში იყვნენ, ხოლო ეს დამატებითი თანხები კრიტიკას ვერ უძლებს. დამერწმუნეთ, 6-7-8 ათას ლარიანი ანაზღაურებები ჩვენთან ტოპმენეჯმენტსაც არ აქვს კერძო ბიზნესში. კერძო ბიზნესიდან ვარ მოსული და ვიცი, 3-4-5 ათასი ლარის ანაზღაურებები აქვთ, თუ რაღაც დიდი კორპორაციის ხელმძღვანელები არ არიან. ამ დროს საჯარო მოსამსახურეს არ შეიძლება, კარგ გამართულ მენეჯერზე ბევრად მეტი ანაზღაურება ჰქონდეს. წელიწადნახევარია, რაც საკრებულოს წევრი ვარ, ინგა გრიგოლიას ადგილმონაცვლე ვარ. ამ პერიოდის განმავლობაში რამდენიმე პროექტის გაკეთება შევძელი, ერთ-ერთი არის ცენტრალური გათბობა და ცხელი წყალი.

მაგრამ, თქვენ ქდმ ზუსტად იმიტომ დატოვეთ, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე მდგომარეობა თქვენთვის მიუღებელი იყო, თუმცა რატომღაც ნაციონალები თქვენთვის მისაღებნი აღმოჩნდნენ.

- ეს ის პერიოდი იყო, როცა ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატები“ ფაქტობრივად დაშლილი დამხვდა. როცა შევედი საკრებულოში, ბატონი სამუშია და გაბუნია პორტირებული აღმოჩნდნენ „ქართულ ოცნებაში“. დავინახე მერკანტილური პროცესი, გადაბარგება მმართველი პარტიისკენ და პრინციპულად განვაცხადე, რომ არ შევალ არცერთ პოლიტიკურ გაერთიანებაში, მაგრამ ბატონი სამუშიასა და ვეფხვაძისთვის ჩემი ეს პოზიცია აღმოჩნდა მიუღებელი და დაიწყეს შავი პიარის აგორება, თითქოს მე ვიყავი „ნაცმოძრაობასთან“ ფარულად შეკრული. ამ განცხადებიდან მეორე დღესვე მივიღე პრინციპული გადაწყვეტილება და, როცა „ნაცმოძრაობის“ მდგომარეობა მძიმე იყო, შევედი „ნაცმოძრაობაში“. სწორედ იმ პორტირებულ ბატონებთან ოპონირებით მინდოდა, გამეკეთებინა საქმეები.

ნაცმოძრაობაში რომ შეხვედით, ალბათ, გეცოდინებოდათ, სხვა დანაშაულებზე რომ არაფერი ვთქვათ, მათ დროს პრემიების უზომოდ გამოწერა ხდებოდა, იყო ბიზნეს გადანაწილებები და სხვა.

- სტუდენტობიდან მიშა სააკაშვილს არ ვიცნობდი, თორემ „ნაცმოძრაობის“ ლიდერთა ბირთვს ძალიან კარგად ვიცნობდი. ჩემთვის პრინციპულად მიუღებელი იყო მთელი რიგი საკითხები, ამიტომაც არ ვიყავი „ნაცმოძრაობის“ წევრი, მაგრამ შემდგომ პროცესში ჩემთვის გასაგები გახდა, რომ უმცირესობაში დარჩენილი პოლიტიკური გაერთიანება სერიოზულ ოპონირებას აპირებდა უმრავლესობასთან. ოპონირების გარეშე „ნაცმოძრაობამ“ დაუშვა უამრავი შეცდომა. ამის სურვილი ჰქონდა „ოცნებას“, რომ გაენადგურებინა ოპონენტი და ჰყოლოდა ისეთი ოპონენტი, როგორიც - ბურჯანაძეა. ეს ჩემთვის მიუღებელი იყო.

პრემიებს დავუბრუნდეთ, მისი მიმღებნი ამას ზეგანაკვეთური შრომით ამართლებენ.

- აუტანელი შრომა სულ სხვა არის. ახლა ბაზრობაზე ვიყავი, გავიდნენ და ნახონ, თაკარა მზის ქვეშ როგორ შრომობენ ადამიანები და არა გაკრიალებულ კაბინეტებში, სადაც მძღოლი გემსახურება, სასმელი გამზადებული გაქვს და კომპიუტერთან მუშაობ. ინტელექტუალური შრომა, რა თქმა უნდა, დასაფასებელია, მაგრამ აუტანელი შრომა სულ სხვა არის. მათი „შრომის“ შედეგად, სამი თვის განმავლობაში, როცა არ მტკიცდებოდა ბიუჯეტი, თბილისში მდგომარეობა გაუარესდა. „ბიუჯეტს ისინი შეჭამენ და ჩვენ არ შევჭამთ“ - ეს თეორია მცდარია, ბიუჯეტს სჭირდება კონტროლი, გამჭვირვალობა. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, თუკი ფულთან ვინმე მარტო რჩება, ნებისმიერ ადამიანს ხელი ყოველთვის ფულისკენ გაექცევა.

მინისტრების განუზომელი პრემიებით ბიძინა ივანიშვილი გულდაწყვეტილი იყო, არავინ ელოდა, რომ საკრებულოშიც მსგავსი ფაქტიგასკდებოდა“. ზუსტად ეს ხომ არ განაპირობებს, რომ თბილისელი ამომრჩეველი როგორც ნაციონალების, ისეოცნებისმიმართ ნიჰილისტურადაა განწყობილი?

- დაბალმა აქტიობამ გამოაჩინა, რომ ამომრჩეველი ინდეფერენტულია, „ოცნებამ“ დაპირებები არ შეუსრულა, „ნაცმოძრაობას“ თავისი ცოდვები საკმაოდ ბევრი აქვს, მაგრამ აქვს რეფორმებიც. „ნაცმოძრაობას“ მაინც დისციპლინირებული ამომრჩეველი ჰყავს.

მართალია, საჯაროდ დაგმეთ პრემიების საკითხი, მაგრამ პირადად თუ შეეკითხებით მამუკა ახვლედიანს და თქვენი გუნდის სხვა წევრებს, რა დამსახურებისთვის აიღეს პრემიები?

- შემიძლია ვუთხრა ყველას, რომ პირადი ურთიერთობა და მეგობრობა ერთია, მაგრამ, როცა ჩვენ მკაცრად ვაკრიტიკებთ „ოცნების“ მინისტრებს ამ პრემიების გამო, მაშინ რითი შეიძლება აიხსნას მათ მიერ აღნიშნული პრემიების მიღება და „ოცნებასთან“ ერთ ფერხულში ჩაბმა?! ხვალ, როცა ნიკა მელიას მხარდასაჭერად გავალ, ამომრჩეველი ხომ მკითხავს, კი ბატონო, შენ არ აგიღია პრემია, მაგრამ შენმა თანაგუნდელებმა ხომ აიღეს?! ამას კანონი უნდა არეგულირებდეს, რადგან ფული ოხერი რამ არის.