სიცილიური სალათა

სიცილიური სალათა

გაახურეთ ღუმელი. ნივრის და ზეთის ნარევში ამოავლეთ პურის კუბიკები და დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე, შედეთ ღუმელში და დაბრაწეთ. ამასობაში სალათისთვის 10 წუთი მაგრად ხარშეთ კვერცხი, ხოლო 6 წუთი – გული რომ დარჩეს რბილი. შედგით ცივი წყლის ქვეშ და გაფცქვენით.

მოამზადეთ სანელებელი: ბლენდერში ათქვიფეთ უმი კვერცხი, მდოგვი, ნიორი, საწებელი, ლიმონის წვენი და 4 ც ქაფშია. შეანელეთ. თქვეფისას დაუმატეთ წვრილ ნაკადად ზეთი. საწებელი უნდა იყოს სქელი, მაგრამ თხევადი. თუ ძალიან გასქელდა, დაუმატეთ 2-3 ჩ/კ წყალი.

სულ ბოლოს, ჩაყარეთ სასალათეში სალათის ფურცლები, შეანელეთ სანელებლით, დაუმატეთ პარმეზანის ყველი, ქაფშია, მოაყარეთ დაკეპილი კვერცხი. მორთეთ ოთხად დაჭრილი კვერცხით.

ინგრედიენტები:

2 ს/კ ზეითუნის ზეთი,
1 კბილი დანაყილი ნიორი,
ნახევარი პური “ჩიაბატა“ (1/2 სმ კუბიკები),
3 ცალი კვერცხი,
50 გ დაკონსერვებული ქაფშია (შუა-შუა დაჭრილი),
140 გ მწვანე სალათი,
40 გ პარმეზანის ყველი,

შესანელებლად:

1 კვერცხი,
1 ჩ/კ მდოგვი,
1 კბილი ნიორი,
1 ჩ/კ ვურჩესტერული საწებელი,
ლიმონის წვენი,
150 მლ ზეითუნის ზეთი,
მისაყოლებლად რეკომენდირებული ღვინო: რქაწითელი.