გალერეა "ბაია" ჯარჯი ბალანჩივაძის ნამუშევრებს უმასპინძლებს. ჯარჯი ბალანჩივაძე პროფესიით მუსიკოსია, მაგრამ მან მხატვრობაშიც მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია. მისი 400 ნამუშევარი ჰოლანდიის, გერმანიისა და შვეიცარიის კერძო კოლექციებში ინახება.
ამ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილია, რომ ჯარჯი ბალანჩივაძის ნახატების გამოფენა თბილისის გარდა, სხვადასხვა პერიოდში სომხეთში, გერმანიაში, ჰოლანდიასა და საფრანგეთში გაიმართა.
ჯარჯი ბალანჩივაძე 1941 წელს თბილისში დაიბადა. დაამთავრა მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია. მუშაობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში ფორტეპიანოს კლასის პედაგოგად. 1971 დაარსა კამერული ორკესტრი “ორფეუსი“, რომელსაც მოგვიანებით ანდრია ბალანჩივაძის სახელი მიენიჭა.
ჯარჯი ბალანჩივაძის ნამუშევრების გამოფენა გალერეა “ბაიაში“ დღეს, 11 მარტს, 18.00 საათზე გაიხსნება.