„ნაციონალების“ ყველაზე დაბალი და მაღალი შედეგები

„ნაციონალების“ ყველაზე დაბალი და მაღალი შედეგები

„ნაციონალური მოძრაობა“ თვითმმართველობის არჩევნებში წინასწარი შედეგებით სახელისუფლებო კოალიციას ყველაზე მეტ კონკურენციას ზუგდიდში უწევს. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ზუგდიდის თემის ოლქში პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“  51,59%-ით გაიმარჯვა,  თუმცა  „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამომრჩეველთა ხმების საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი 40,48% მიიღო.

რაც შეეხება სხვა პარტიებს ზუგდიდის თემში ამომრჩველთა 3,12% „ნინო ბურჯანაძის კოალიციას“ უჭერს მხარს, „არასაპარლამენტო ოპოზიცია - კუკავა, ჩიხრაძეს“ – 2,19% „ლეიბორისტებს“ კი ზუგდიდის თემში 1,16%-მა მისცა ხმა.

ზუგდიდის თემის მსგავსი არა, მაგრამ 30%-ზე მეტი შედეგი აქვს პროპორციულ არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ხონში, თერჯოლაში, წყალტუბოსა და თბილისის მთაწმინდის ოლქში.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი ყოფილ მმართველ პარტიას  ყაზბეგსა და საჩხერეში აქვს. ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ბოლო მონაცემებით, ყაზბეგში „ნაციონალურ მოძრაობას“ ამომრჩველთა მხოლოდ 3,35%-მა დაუჭირა მხარი, საჩხერეში კი - 5,32%-მა.