ქალაქი, რომელსაც დედა არა ჰყავს

ქალაქი, რომელსაც დედა არა ჰყავს

ცხოვრების ხარისხის დონის მიხედვით, 2014 წლისთვის თბილისს ევროპაში უკანასკნელი,191-ე ადგილი უჭირავს. (ქალაქთა რეიტინგის შემსწავლელი მსოფლიოში წამყვანი კონსალტინგური კომპანია Marcer-ის დასკვნა. 2014 წ.19 თებერვალი)

დედის არყოლა ოდითგანვე დიდ უბედურებად ითვლებოდა. უდედობას ქართულად უპატრონობაც ეწოდება. კიდევ უფრო დიდი უბედურებაა, როდესაც დედა არსებობს, მაგრამ იგი მრუშია, რაც თავისთავად მის არყოლაზე უარესია.

დედის არყოლა რამდენიმე გარემოებამ შეიძლება განაპირობოს. მასობრივად ეს ინკუბატორში ჩასახვის და გამრავლების შედეგია. ამ მეთოდით გამრავლებულები გაჩენისთანავე ოთხ კედელს შორის, კუბში თავსდებიან, რომელიც ბინად იწოდება, ამ ახალშობილთა სამშობლოსაც ეს დახურული სივრცე წარმოადგენს და ამ სივრცეში მცხოვრებთ, თამამად შეგვიძლია, რომ კუბელები ვუწოდოთ.

უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში, საკუთარი ხელისუფლებისგან გაძარცვულ და დაწიხლულები, თავის ნაშიერთა ფიზიკური არსებობის შენარჩუნების მიზნით, დედები მასობრივად ტოვებენ საკუთარ პირმშოებს და საზღვარგარეთ გარბიან დაქირავებულ დედათა ფუნქციის შესასრულებლად, ან ადგილზე ყიდვა-გაყიდვით იბრძვიან არსებობისთვის. მათ შვილთა სულიერი ჩამოყალიბების საქმეს კი მრუშთა იდეოლოგიური ფაბრიკის „რუსთავი 2-ის“ კაპრიჩოებს გადაულოცავენ.

კუბში განთავსებულებს არც რეალური სამშობლოს, არც მშობლიური მიწის და არც გარე სივრცის თუ ბუნების აღქმის უნარი არ გააჩნიათ. მათთვის საქართველოს ფიზიკური აღქმა, ტელეყუთებიდან მიწოდებული ამინდის ბიუროს მონაცემების თანმდევი გამოსახულებით იწყება და მთავრდება.

ფაქტთა ამგვარი განვითარების შედეგია ის, რომ კუბელთა აბსოლუტური უმრავლესობა შეეზარდა რა, ძირითადად ბეტონის კედლებს, არად დაგიდევს კუბის მიღმა არსებული სივრცის ბედს, თუგინდ მას შინაური ან გადამთიელი ეშმაკები ეპატრონებოდნენ.

გარემოს მიმართებაში, კუბელთა უმრავლესობას მხოლოდ საკვების მიღების, გადამუშავების და სხეულიდან ნარჩენების განდევნის ბუნებრივი ინსტიქტი ამოძრავებთ.

გაუკუღმართებულად ჩასახვის განსხვავებული სახეობაა ამ პროცესში ეშმაკისეულთა ჩარევა, რასაც ლაკონურად მრუშთაშვილობა ეწოდება. ამ კატეგორიის სუბიექტების ჩასახვაში მამებთან ერთად უშუალოდ ეშმაკებიც მონაწილეობენ. შედეგად, მრუშთაშვილები ვერაგები, უტიფრები და აგრესიულები გამოდიან. სწორედ ამ თვისებათა წყალობით, ამ კატეგორიის სუბიექტები კომკავშირელთა, კომპარტიელთა, მოქკავშირელთა და ნაციონალთა სახით, მარადიულად გვევლინებოდნენ ქვეყნის ბედის განმკარგველებად.

მრუშთა შვილები, გაჭირვებისგან დადაუნებული კუბელებისგან განსხვავებით, დატაცების და ნაძირლობის განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებულნი. ისინი იტაცებენ ყოველივეს, რაც ხელში ან თვალში მოხვდებათ და ამისათვის მუდმივად მადლობასაც მოითხოვენ.

მრუშთა შვილების აგრესია, უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მიმართულია კუბელთა საარსებო სივრცის დაპყრობასა და მათ სრულ დამორჩილებაზე. ვერავითარი ევოლუციური თუ რევოლუციური პროცესები ვერ ცვლის მდგომარეობას, როდესაც სწორედ ამ კატეგორიის ეშმაკისეულნი გვევლინებიან ქალაქის ბედის განმკარგველებად.

ბოლო ათი წელია, რაც თბილისის კლოაკიზაციას ნაცბანდა ხელმძღანელობს. თბილისისადმი მათი ღორული დამოკიდებულების შედეგია, რომ ჩვენი, დედად წოდებული ქალაქი, CNN TRAVEL-ის უკანასკნელი მონაცემით მსოფლიოში ყველაზე უარეს 7 ქალაქს შორის სახელდება. ჩვენს საამაყო საძმოში შედიან ხარულმა (სუდანი), სანა (იემენი), ნუაქშოტი (მავრიტანია), კინშასა (კონგო), კონაკრი (გვინეა), ლაგოსი (ნიგერია). საგულისხმოა, რომ თითქმის ყველა ჩამოთვლილ ქვეყანაში დღესაც კანიბალიზმი, ანუ კაციჭამია ეშმაკთა თარეშია.

გარეშე ზემოქმედების, თუ ქვეყანაში ამჟამად გამარჯვებულ ძალთა უსუსურობის გამო, იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული სიტუაცია არასდროს გამოსწორდება. ამ მოსაზრებას ამყარებს ის პერმანენტული სავალალო მდგომარეობა, რომელიც ქალაქის ყველა ინფრასტრუქტურულ თუ არქიტექტურულ უჯრედში ფიქსირდება. არსებული მდგომარეობა ერთნაირად არ ანაღვლებთ არც მმართველ, არც ე.წ. ოპოზიციურ პარტიებს და არც სახელოვან ასო-თა წარმომადგენლებს, რადგან მათ, ამისგან რაიმე ხეირი არა აქვთ.

მაგალითისთვის, საკმარისია ათასიდან მხოლოდ რამდენიმე ფაქტის მოყვანა: არავის არ აღელვებს ის, რომ თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57-ე სკოლის ეზოს საზღვარზე, ელემენტარული არქიტექტურული ნორმების დარღვევით, ფირმა IMG აშენებს უზარმაზარ შენობას, რის შედეგადაც სკოლას მზის შუქი სამუდამოდ მოესპობა. სკოლის შენობის თავზე დამოკლეს მახვილადაა აღმართული უზარმაზარი ამწე კოშკურა, რაც აშკარა საფრთხეს უქმნის ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. თუკი ამ შენობის მშენებლობა არ შეჩერდა, აშკარა იქნება, რომ ათასობით ბავშვის ინტერესი, მორიგი გარიგების მსხვერპლი გახდება, რითაც დიდად იხეირებენ და იხალისებენ IMG-ის მესვეურები, მათთვის ამ უმსგავსობის ნებართვის გამცემებთან ერთად.

საზოგადოებისადმი ცინიკური დამოკიდებულების, ისევე, როგორც თავგასულ ნაცხროველთა თავაწყეტილი თარეშის მაგალითია ჭავჭავძის პროსპექტზე, 55-ე სკოლისა და თსუ-ს 8-ე კორპუსის ტერიტორიაზე სანაყინე Angelato-ს ჩადგმა მორიგი ეშმაკისეულის მიერ, რომელზეც უარესი ისაა, ვინც მას ამის უფლება მიცა. თუკი ეს ობიექტი არ გადაეცემა 55-ე სკოლის ბავშვებს, კვლავ უნდა ვირწმუნოთ, რომ მაფია უკვდავია და გაუკუღმართებულ კოაბიტაციას სასრული არ აქვს.

ნაცხროველთა ზნედაცემულობის თვალსაჩინო ნიმუშია სპორტის სასახლის წინ გამართული არქიტექტურული ვაკხანალია. არავინ, არც ხელისუფლება და არც ე.წ. ოპოზიცია არ ინტერესდება, ვინ, რატომ და ვისზე გასცა ამ ტერიტორიაზე საზკვების ობიექტ SABWAY-ს მშენებლობის ნებართვა, რის შედეგადაც მოხდა ამ სივრცის სრული დეგრადირება. დამუნჯებულ თბილისელთა თავზე დასაქმების აზარტში შესული ნაცხროველები იმასაც კი ბედავენ, რომ მათი ბინძური ხელებით ეხებიან მზეჭაბუკის ძეგლს და თავის გემოზე მოსავენ SABWAY-ის ოფიციანტის სამოსში. შესაძლო, ყოველგვარი ბოდვა, რომ მეპატრონეებმა უცხოური ინვესტიციების მოზიდვით, კეთილსინდისიერად შეიძინეს ეს ნაკვეთები, კლინიკური კრეტინიზმის სფეროს განეკუთვნება, ვინაიდან ზემოხსენებული, მხოლოდ და მხოლოდ ელიტარული კორუფციის თვალსაჩინო მაგალითებია.

მთელი ამ ისტორიიდან ყველაზე შემზარავი ისაა, რომ თბილისელები სრული მორჩილებით და ინდეფერენტულობით შეჰყურებენ ამ, და ქალაქს თავსდატეხილ ათას სხვა უბედურებას, რის შედეგადაც ინტენსიურად მიმდინარეობს ქალაქის სოდომიზაცია, რომელშიც მდგომარეობის რეალური შეცვლის 10 მსურველიც კი არსად ჩანს.