საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ რიკოთის უღელტეხილზე ჩამოწოლილი მეწყერის გამო, მსუბუქი ავტომანქანებით დასავლეთის მიმართულებით გადაადგილებისას გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლით გზით ისარგებლონ.
რაც შეეხება სატვირთო ავტომანაქანებს, მათი გადაადგილება გომი-საჩხერე-ჭიათურის შემოვლითი გზითაც დროებით შეზღუდულია.
რიკოთის გვირაბის დასავლეთის მხარეს მეწყერმა გზის სავალი ნაწილის სამი ზოლი სრულად ჩახერგა.